ცოტა ხნის წინ, აშშ-ის კალიფორნიის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოსცა რეკომენდაცია, რომ სმარტფონები მინიმუმ ხელის სიგრძის მოშორებით უნდა იდოს ძილის დროს, რათა შემცირდეს რადიაციის ზემოქმედება.
განცხადება მომდინარეობს მზარდი მტკიცებულების ფონზე, რომ სმარტფონის გამოყენება შეიძლება გავლენას ახდენდეს სიმსივნეზე, კონცენტრაციაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე. მობილური ტელეფონები გადასცემენ ინფორმაციას დაბალი სიხშირის რადიოსიგნალების გამოყენებით, რაც შეიძლება საშიში იყოს ადამიანისთვის, განსაკუთრებით ფაილების გადაცემის ან ჩამოტვირთვისას.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ ვერ დაადასტურა მკაფიო კავშირი დაავადებებსა და სმარტფონებს შორის, საკმარისი ტესტები ჩატარდა იმისათვის, რათა მათი ზიანის შესახებ ყველამ იცოდეს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ სმარტფონები საწოლიდან მინიმუმ ერთი-ორი მეტრის დაშორებით დავდოთ.
კალიფორნიის ჯანდაცვის დეპარტამენტი აფრთხილებს, რომ დაბალი სიხშირის რადიოსიგნალები უფრო ადვილად აღწევს ბავშვების ტვინში, ვიდრე მოზრდილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება ან გრძელვადიანი გავლენა ტვინის განვითარებაზე.





































































