დედაქალაქში ძლიერი ჩამობნელება საწვიმარი ღრუბლების გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა, ეს საშიში არ არის, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ხვალიდან გაძლიერდება ქარი.
„ზოგადად, მთელ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, ქარი, ელჭექით და სეტყვა. დღეს რამდენიმე რეგიონი დაისეტყვა.
დედაქალაქში ძლიერი ჩამობნელება საწვიმარი ღრუბლების გაძლიერებას უკავშირდება. თუმცა, ეს საშიში არ არის
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესებულია ამინდი. დღეს დაისეტყვა რამდენიმე რაიონი, მათ შორის, ბორჯომი, გორი, წალკა, ბაკურიანი. სეტყვა ხვალაც იქნება ზოგიერთ რაიონში.
რაც შეეხება გამოდარებას, ხვალიდან შედარებით უკეთესი ამინდი იქნება, ზეგ კიდევ უფრო გამოიდარებს. შაბათ-კვირას არის ცუდი ამინდი – წვიმები, ქარები.
ჰაერის ტემპერატურა ხვალ 11-16 გრადუსის ფარგლებში იქნება დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში 18-23 გრადუსის ფარგლებში. 21-22 მაისსაც შედარებით მოიმატებს ტემპერატურა, თუმცა, იმ კვირაშიც არ გამოიდარებს სრულად. დროგამოშვებით ხან წვიმებია, ხან გამოიდარებს“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ ნიორაძემ.