პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას, კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელიამ, პარლამენტში ახალი ფრაქციების შემქნის გაჭიანურებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, პარლამენტში, ფრაქციების შექმნის გადაწვეტილება მიღებულია, ეს არ შეიცვლება, არის მხოლოდ კონკრეტული დეტალები დარჩენილი, რომ ოფიციალურად დარეგისტრირდეს
,,ბოლო ეტაპი იყო დარჩენილი, გადაწყვეტილება ყველა დონეზე მიღებულია. ჩემი ინფორმაციით, დარჩენილი იყო მხოლოდ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ფრაქციებში იქნებოდნენ წარმოდგენილნი და საორგანიზაციო საკითხები, რომლებიც უკავშირდება ოფიციალურად რეგისტრაციის პროცედურას და საკომიტეტო პროცედურებს რეგლამენტის თანახმად. გადაწყვეტილება მიღებულია, ეს არ შეიცვლება, არის მხოლოდ კონკრეტული დეტალები დარჩენილი, რომელიც შეიძლება დღესაც მოესწროს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.