საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით:
„სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი“.
აღნიშნული განცხადება მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.
ცნობისთვის, თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.