დღეს, 27 მაისს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
ოზურგეთის ბიუჯეტის 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის შესახებ, საფინანსო სამსახურის უფროსმა, პავლე ჭყონიამ ისაუბრა. მან გააკეთა შემოსულობების ანალიზი.
ხარჯების შესახებ კი თქვა, რომ ამ წლის ბიუჯეტით, გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ, 1 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 55442,3 ათასი ლარი. ფაქტიურმა საკასო ხარჯებმა 2026 წლის 1 აპრილამდე შეადგინა 20068,8 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 36,19%-ია. 9915,6 ათასი ლარი შეადგინა ინფრასტრუქტურის მშენებლობამ, რეაბილიტაციამ და ექსპლოატაციის დაფინანსებამ. საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსებამ შეადგინა 3612,5 ლარი, რაც წლიური გეგმის 36,4% არის. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ შეადგინა 754,6 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 23,89%-ია.
პავლე ჭყონიამ ასევე ისაუბრა სარეზერვო ფონდიდან ხარჯვის შესახებ. მან თქვა, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით სარეზერვო ფონდის ხარჯებმა შეადგინა 7 399 ლარი.
საკრებულოს წევრმა („ქართული ოცნება“) ლევან კილაძემ მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა პავლე ჭყონიას, :გასული წლის ბიუჯეტით , თუ რატომ იყო გაცილებით მეტი დახარჯული სარეზერვო ფონდიდან, ვიდრე წელს.
_ეს თანხა ეს 6899 ლარია ( სარიტუალო ხარჯის, 500 ლარის გამოკლებით) _ თქვა მან.
ეს იმას ნიშნავდა, სავარაუდოდ, რომ ადრე უფრო ხელგაშლილად იხარჯებოდა თანხა სარეზერვო ფონდიდან, ვიდრე ახლა.
პავლე ჭყონიამ განმარტა, რომ წინა წლებში მეტი თუ იხარჯებოდა, ობიექტური მიზეზებიც მეტი იყოო.
_პირიქით, დადებით მოვლენად უნდა განვიხილოთ , რომ ნაკლებია ხარჯი _ თქვა მან.
თუმცა საკითხავია, თუ მეტი იხარჯებოდა, მაშინ უარყოფითი მოვლენა ყოფილა. თუ არადა, რატომაა დადებითი მოვლენა, თუ ნაკლები დაიხარჯა? უამრავი პრობლემა აქვთ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მხოლოდ სოციალური პროგრამით და პენსიით უჭირთ საკმარისი წამლის შეძენა. იმის მტკიცება, რომ ნაკლებად სჭირდება დღეს დახმარება ხალხს, სხვადასხვა აუცილებელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რბილად რომ ვთქვათ ალოგიკურია.
ავტორი


































































