როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ქალების ორი მესამედი ინახავს ტანსაცმელს, რომელიც მათ უკვე აღარ ეტევა – 10–დან 8 ქალი თავის გარდერობში კვლავინდებურად იტოვებს უამრავი რაოდენობის ჩასაცმელს, რომელსაც უკვე ვეღარ იცვამს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ფარდა ახადეს ამ საიდუმლოს მიზეზს.
აღმოჩნდა, რომ ამ ქალების 2/3 ტანსაცმელს ინახავს ყოველი შემთხვევისათვის: არ კარგავენ იმედს – ოდესმე ისე გახდებიან, რომ ისევ ჩაეტევათ. ამ ჩასაცმელთაგან პირველ ადგილზეა „ჯინსები“ (36%), მეორეზე – „ტოპი“ (28%), მესამეზე – ქვედატანი (23%).
თუმცა, მარტო ტანსაცმლის ოდესმე კვლავ მორგების იმედის გარდა, არის კიდევ სხვა მიზეზებიც – ქალების 25%-მა აღნიშნა, რომ უჭირთ ძველ ნივთებთან განშორება, რადგან ოდესღაც მათში დიდი ფული აქვთ გადახდილი; ქალების 20% კი განზრახ ყიდულობს 1-2 ზომით ნაკლებს, რათა გახდომა აიძულოს საკუთარ თავს.
დაბოლოს, 10%–ისთვის ძველი ტანსაცმელი წარსულის რაიმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება, რომელიც ალბათ აღარასოდეს განმეორდენა!
საგულისხმოა, რომ ეს გამოკვლევები ჩატარებული იყო „Give Up Clothes for Good“–ის საქველმოქმედო ორგანიზაციის დაკვეთით, რომლის მოწოდებაცაა თანამოქალაქეთა მიმართ, ძველი და ნახმარი ტანსაცმელი ჩააბარონ ღარიბი და გაჭირვებული ადამიანებისათვის.
ავტორი