ამ წუთებში, რუსთავი-თბილისის გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო იუწყება, მიზეზი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების შეჩერებაა.
„რუსთავის გზატკეცილზე, მარნეულის ქუჩის კვეთის მიმდებარედ გაჩერებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება.
იტვირთება მოძრაობა რუსთავის ბანიდან თბილისის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.