უძველესი დროიდან დღემდე ადამიანები ატარებენ წითელ ძაფს. წითელი ძაფი დიდი ძალისა და ენერგიის მატარებელია.
ისინი ვინც წითელი შალის ძაფს ატარებენ დაცულები არიან ავი თვალის, შელოცვებისა და უიღბლობისაგან.
წითელი ძაფი გაუთხოვარმა ქალებმა მარჯვენა ხელზე უნდა ატარონ, ხოლო გათხოვილებმა მარცხენაზე. ასევე ხშირია მისი მარცხენა ხელზე შებმაც.
თქმულებების მიხედვით, წითელ ძაფს დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხურ მედიცინაში. ის ამცირებს სახსრების ტკივილს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
არსებობს ასევე მოსაზრება იმისა რომ მას კიბოსა და მეჭეჭების განკურნებაც შეუძლია.