https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რაზე გაამახვილა პროკურატურამ დასკვნით სიტყვაში ყურადღება დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

14:07; 25.07.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წაიკითხა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი „აბსოლუტურად უსაფუძვლო“, „დაუსაბუთებელი“ და „უკანონოა“.

გარდა ამისა, პროკურორმა აღნიშნა, რომ „მოსამართლე გიორგი დარახველიძემ სხდომის ოქმები არ მოისმინა და ადვოკატის დასკვნითი სიტყვიდან დააკოპირა ტექნიკური შეცდომებით სავსე მოწმეთა ჩვენებების შეპირისპირებები“.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე, როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასლან ბეჟანიძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებლით უნდა შეცვალოს.

„ჩვენ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მტკიცებულებების წარდგენისას ვამტკიცებდით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ არ იქნა გაზიარებული მტკიცებულებები და ის არგუმენტები და მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ჩვენ წარმოვადგინეთ სააპელაციო საჩივარი, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რაც ბრალდების მხარეს გაგვაჩნია და მიგვაჩნია, რომ ასლან ბეჟანიძის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, სააპელაციო ეტაპზე, დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ერთი მოწმის ჩვენება გამოქვეყნდა. ეს არის კონფლიქტის უშუალოდ შემსწრე პირი, რომელიც აღწერს ვითარებას, თუ რა პირობებში წარიმართა დაპირისპირება ასლან ბეჟანიძესა და დავით ოთხმეზურს შორის. დასკვნით სიტყვაში ასევე შევეცდებით ვუპასუხოთ დაცვის მხარის არგუმენტებს, რომელიც მათ გააჩნიათ. უმეტესი მათგანი გაზიარებულია და ასახულია სასამართლოს მიერ განაჩენში. მათი ნაწილი მიგვაჩნია, რომ არ იმსახურებს დიდ ყურადღებას, რადგან არ შეესაბამება არც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არც იმ მტკიცებულებათა შინაარსს, რაც მოცემული საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოში“, _  აღნიშნა გულუაშვილმა.

პროკურორი ამირან გულუაშვილი თავის დასკვნით სიტყვას 44:07 წუთის განმავლობაში კითხულობდა. მთელი ამ ხნის მანძილზე, მან რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძე „არასწორ, დამახინჯებულ და არაზუსტ ინფორმაციას იყენებს განჩენის დასაბუთებისას“. ადვოკატის მხრიდან კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში სპეციალურად დამახინჯდა რამდენიმე ძირითადი მოწმის ჩვენება. კერძოდ, გულუაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოწმეების: გიორგი მორჩილაძის, შოთა შანიძისა და ლევან ბოჭორიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები აბსოლუტურად ემთხვევა გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროკურორს დღეს დაწვრილებით არ უსაუბრია მოწმე დავით კაპანაძის ჩვენებაზე, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა და პროკურატურის მტკიცებით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რასაც არ ეთანხმება გამართლებული ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარე.

პროკურორის დასკვნით სიტყვას „უკიდურესად არადამაჯერებელს“ უწოდებს ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარე, როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩება.

„დღეს მოვისმინეთ პროკურატურის დასკვნითი სიტყვა, რომელიც იყო უკიდურესად არადამაჯერებელი. ბრალდების მხარემ ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი აუცილებლად დარჩება ძალაში“, _ აღნიშნა კაკაბაძემ და დასძინა, რომ დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში აბსოლუტურად გააბათილებს ბრალდების მხარის ყველა მსჯელობას და არგუმენტს.

„საქმეში არსებობს ერთადერთი ახალი მტკიცებულება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში იქნა გამოკვლეული. ეს გახლავთ მოწმე დავით კაპანაძის ჩვენება და საინტერესო ის არის, რომ სწორედ დავით კაპანაძის ჩვენება ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის ყველა მოწმის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. შესაბამისად, ამ მოწმის ჩვენება კიდევ უფრო ასუსტებს ბრალდების მხარის პოზიციას. მე შევუპირისპირებ ჩვენებებს ერთმანეთს, რაც ბრალდების მხარემ დღეს არ გააკეთა, რადგან მან კარგად იცის მოწმის ჩვენება კიდევ  უფრო მეტად ანგრევს მათ ისედაც დანგრეულ პოზიციას. მე, როგორც გამართლებული ასლან ბეჟანიძის ინტერესების დამცველ ადვოკატს, ერთი პროცენტითაც კი არ მეპარება ეჭვი, რომ გამამართლებელი განაჩენი, რომელიც გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ აუცილებლად დარჩება ძალაში. შეუძლებელია ამ დასაბუთებული, კანონიერი განაჩენის გამამტყუნებელი განაჩენით შეცვლა.

მომდევნო სასამართლო სხდომისთვის, როდესაც მე დასკვნით სიტყვას წავიკითხავ, მოვითხოვე მონიტორი, რათა უკეთ ვაჩვენო, რომ მოწმეები, რომლებიც პროკურატურის მტკიცებით ადგილზე ვითომ იმყოფებოდნენ, ვერ დაინახავდნენ მკვლელობის ფაქტს. ერთ-ერთი მოწმის, ლევან ბოჭორიშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას მკვლელობის ადგილის დანახვა არ შეეძლო, რადგან კორპუსის ორი კუთხე ეფარებოდა.  ასევე საქმეში დევს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ ადასატურებენ იმ პირთა ადგილზე ყოფნას, ვინც სასამართლოშია დაკითხული. შესაბამისად, სასამართლო კიდევ უფრო კარგად დაინახავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ტიპიური ცრუ მოწმეები არიან, მატყუარა მოწმეები და მათ ჩვენებებს არაფერი აქვთ სიმართლესთან საერთო“, _ აღნიშნა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

რა შეეხება ოთხმეზურისა და ბეჟანიძის მხარეებს, როგორც მათ დღეს სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვთ.

„მემგონი, გამოჩნდა პროკურორის სიტყვიდან, რომ ადვოკატი დასდევს წამებში და წუთებში მოწმეების ჩვენებებს შორის რომ არის განსხვავება. ამიტომ არ არიან სანდონი? დარწმუნებული ვარ, რომ ბეჟანიძეა ჩემი შვილის მკვლელი. რომ არ ვიყო  ამაში დარწმუნებული არც პრეტენზია მექნებოდა ნამდვილად. ვის რაში სჭირდება უდანაშაულო ადამიანის დასჯა?! ვის რა მორალური კმაყოფილება შეიძლება მოუტანოს ამან? შეიძლება ეს დააბრალო დაინტერესებულ მხარეს, მაგრამ როგორ შეიძლება ჩვენ ამან რაიმე მორალური კმაყოფილება მოგვიტანოს“, _ აღნიშნა გარდაცვლილი დავით ოთხმეზურის მამამ, გოგი ოთხმეზურმა.

ოთხმეზურის ამ არგუმენტს, რომ უდანაშაულო ადამიანის დასჯის ინტერესი არ აქვს, საპირისპიროს პასუხობს ასლან ბეჟანიძის მხარე. როგორც ბეჟანიძის დედამ, თამარ მუქერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მის შვილს თავდაცვის უნარი არ აქვს, რადგან გონებასუსტია. ამიტომ პროკურატურისთვის ადვილი იქნებოდა მისთვის დანაშაულის დაბრალება.

„ჩემი შვილი გამოიყენეს რადგან თავდაცვის უნარი არ აქვს. მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მშობლების გარეშე არც უცხოვრია. თუ თბილისში იყო ჩემთან იყო, თუ არადა, მამამისთან ცხოვრობდა აჭარაში“, _ აღნიშნა მუქერიამ.

გარდა მისა, მუქერიამ ჟურნალისტებტან საუბრისას ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა შეაფასა და თქვა, რომ „პროკურატურის დასკვნითი სიტყვა დაუჯერებელი იყო“.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩემი შვილი მკვლელია. ამ სერიული მკვლელების, ცრუ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით რომ ჩემს შვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ, წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერი განაჩენი ძალაში დარჩება.  მე არ ვიცი რატომ არის ოთხმეზურის მხარე დარწმუნებული, რომ მათი შვილი ასლანმა მოკლა. ჩემი ჩვილი აქ არ ცხოვრობდა, მას არცკი იცნობდა. ეს ამბავი 13 წლის შემდეგ წამოიწყეს. ჩემი შვილის არც დნმ-ის ანალიზია საქმეში, არც არანაირი სხვა მტკიცებულება, რომლითაც ასლანის ბრალეულობა დადასტურდება.

ის პირები, რომლებიც დაიკითხნენ  2004 წელს, არავინ ადებდა ჩემს შვილს ხელს. გარდა ამისა, არცერთი მოწმე, რომელიც 2004 წელს დაკითხა პროკურატურამ, სასამართლოში აღარ დაუკითხავთ. აბსოლუტურად სხვა ჩვენებას იძლევიან ისინი. 13 წლის მერე მოიყვანეს ახალი მოწმეები, რომლებიც უდანაშაულო ადამიანს ბრალად სდებენ.

ამიხსენით, როგორ შეიძლება ერთიდაიგივე პროკურორს, ერთიდაიგივე მოწმეები სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში ჰყავდეს?! არა მარტო ამ საქმეში, არამედ, 13 წლის წინ მომხდარ სხვა მკლელობის საქმეშიც შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე (აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსიც“ წერდა, ავტ.) მოწმეები არიან. ისიც ვიცი, რომ შოთა შანიძე მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჰყავს პროკურატურას ჩასმული. ჩვენი დასკვნითი სიტყვის წაკითხვისას ყველა დარწმუნდება, რომ მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა, ჩემი შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი კი _ სამართლიანი“, _ აღნიშნა თამარ მუქერიამ.

ცნობისთვის, გამართლებული ასლან ბეჟანიძის დაცვის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვას 2017 წლის 26 სექტემბერს 11:00 საათზე წაიკითხავს. შესაძლოა, სასამართლოს განაჩენიც ამავე დღეს გახდეს ცნობილი.

 

ამავე თემაზე:

„თქვენი ინტერპრეტაციით დაწერილი” ჟურნალისტური გამოძიების უცნობი დეტალები

ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან

პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II

ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები

რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)

მკვლელობაში გამართლებულის დედის პასუხი ოთხმეზურების ოჯახს

„დამნაშავეს მფარველობდნენ“ – ვის ადანაშაულებს ოთხმეზურის მამა მკვლელობის გამოძიების გაჭიანურებაში

რატომ დაუშვა სასამართლომ მტკიცებულებად პროკურატურის „გამზადებული ჩვენება“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე

რას აცხადებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა და ვის დასჯას ითხოვს ის

ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს

“გურია ნიუსის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოგადაღების უფლება არ მისცეს

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

როდიდან დაიწყო იესო ქრისტეზე ფილმების შექმნა

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე იმსჯელებენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო