თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ლიბიის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება და შესაძლებელი მხოლოდ გაეროს დახმარებითაა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს ერთობლივ ძალისხმევას, რომ შეიქმნას პირობები მდგრადი და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისათვის.
ლიბიაში 2011 წლიდან 2 მმართველობა წარმოიშვა. ერთი არის ჰაფთარი, რომელსაც მხარს უჭერს არაბეთის გაერთიაებული საამიროები და ეგვიპტე, ხოლო მეორე ეროვნული შეთანხმების მთავრობა ტრიპოლში, რომელსაც გაეროს მხარდაჭერა აქვს.
აპრილში ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ჰაფთარის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ. ძალადობას 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჰაფთარს აქვს არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და რუსეთის მხარდაჭერა, ხოლო გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას მხარს უჭერს თურქეთი.
ბოლო დროს ლიბიის მთავრობამ მიაღწია მნიშვნელოვან გამარჯვებებს ჰაფთარის წინააღმდეგ, რითაც აიძულა მისი ძალები ტრიპოლიდან და სტრატეგიულ ქალაქ ტარჰუნადამ გასულიყვნენ.































































