რიკოთის გვირაბთან ავარიას ექვსი ადამიანი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.
თვითმხილველების ცნობით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლი უკვე დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.