თურქეთში 2016 წელს სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით 56 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან 48 ჯარისკაცია. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 160 000 დააპატიმრა და დაახლოებით ამ რაოდენიბის ადამიანები გაათავისუფლა საჯარო სამსახურიდან.
როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სასულიერო პირს, გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლებაში ცხოვრობს და მის თურქეთში ექსტრადირებას მოითხოვს, თუმა ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ გიულენს იმ შემთხვევაში გადასცემენ თურქეთს თუ მისი ბრალეულობის დამტკიცებას შეძლებენ.