გურიაში ძლიერი ქარია. სტიქიამ პრობლემები როგორც ჩვენთვის ცნობილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნა.
როდიდან ჩადგება ქარი და როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში _ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს, დოდო გვაზავას ვესაუბრეთ.
“დღეს ქარი ნარჩუნდება ღამის საათების ჩათვლით. იწვიმებს, მთაში შესაძლოა თოვლ-ჭყაპი, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს და მოსალოდნელია ქარბუქი.
ღამის საათებში ქარი შესუსტდება, ქარბუქიც ჩადგება.
ხვალ 11 საათიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ღამის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 6, 7 და 8 მარტს იქნება +3, +5 გრადუსამდე, ხოლო დღის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით 8 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით +18, +24 გრადუსი დაფიქსირდეს. შესაბამისად, ღამის ტემპერატურაც მოიმატებს 11, 12 მარტს.დროგამოშვებით გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, თუმცა, ასეთი ძლიერი არ იქნება”,_ გვითხრა გვაზავამ.