დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 აპრილს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
17-18 აპრილს ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან კი ქარბუქი. სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან ღელვას ელოდებიან.
საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.