გურიაში მეორე დღეა, წვიმს. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ურეკში. როდიდან გამოიდარებს გურიაში- ამის შესახებ „გურია ნიუსი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა.
„გურიაში დღესაც და ხვალაც დროგამოშვებით იწვიმებს. 25 ივლისიდან შედარებით გამოიდარებს, თუმცა 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ღამით შესაძლოა ძლიერი. 28 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესდება.
ამ დღეების განმავლობაში ტემპერატურა დაკლებულია დაახლებით 21 გრადუსამდე. 26 ივლისს მოიმატებს დაახლოებით 30 გრადუსამდე, 27-ში დღისით დაიკლებს კვლავ, ტემპერატურის მომატება დაიწყება 29 ივლისიდან და 30-31 ივლისს დაფიქსირდება მაქსიმალური ტემპერატურა ისევ 35 გრადუსამდე“,_ ამბობს გვაზავა.