მეოთხე დღეა, მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.
„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას 11 მარტიდან ვარაუდობდა. თუმცა, ამჯერად კონკრეტული თარიღი ვეღარ სახელდება.
„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ისევ არის მეწყერის დაძვრის საშიშროება.
„ველოდებით გეოლოგების დასკვნას, – ამბობს ირინა ხიზანიშვილი, – სანამ უსაფრთხოების ზომები არ იქნება მაქსიმალურად განსაზღვრული და გათვლილი, სამგზავრო მატარებლებს ვერ გავუშვებთ. როდის გვექნება გეოლოგების დასკვნა, არ ვიცით“.
რკინიგზაზე სატვირთო მატარებლების მიმოსვლა 8 მარტს აღდგა.
წყარო: ჩემი ხარაგაული