როგორც „გურია ნიუსი“ წერდა „სურები 2 ჰესის“ სკოპინგის ანგარიშის ეტაპი გაიარა და ახლა დაგეგმილია გზშ-ის ანგარიშის განხილვა, რომელიც ზემო სურების საჯარო სკოლის შენობაში 2026 წლის 12 იანვარს არის დაგეგმილი.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც სააგენტო ავრცელებს.
სკოპინგის ანგარიშის განხილვის დროს მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებს ჰესის მშენებლობას სოფელში და ამასთან დაკავშირებით მათი შენიშვნები წერილობით გაგზავნილიყო იყო სამინისტროში. რეკომენდაციებით და წინადადებებით ასევე მიმართა შესაბამის უწყებას არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“.
ამავე თემაზე:
რა რეკომენდაციები აქვს „მწვანე ალტერნატივას“ „სურების ჰესის“ პროექტზე
სურები ჰესის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის




























































