ჩოხატაურის საბავშვო ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ააიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
“ბაღები მოწესრიგებულია, მზად არის ბავშვების მისაღებად”,_ გვითხრა ბარამიძემ.
რაც შეეხება რეგისტრირებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას, ბარამიძე ამბობს, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მონაცემის თქმას რამდენიმე დღეში შეძლებს.
ავტორი