https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდის მიიქცია ბახმარომ ყურადღება და ვინ ააგო პირველი სახლი ბახმაროში

8:08; 24.08.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

,,ბახმაროს ყურადღება  1850-იანი წლებიდან მიაქციეს. ზაფხულობით აქ მოსულ მეგრელ მწყემსებს ამოყვა ოზურგეთის მაზრის სოფ. გურიანთის მცხოვრები ძმებ ქარცივაძეთაგან  ერთ-ერთი მათგანი ციებისაგან განსაკურნავად. როცა ის ბარში შვებამოცემული დაბრუნდა, მეორე ზაფხულს მეორე ძმა ამოუყვანია, ისიც მოკეთებული დაბრუნებულა. ამის გამო სხვისთვისაც ურჩევიათ მთაში ,,საჰაეროდ” ასვლა…” თედო სახოკია, ,,მოგზაურობანი’.

ბახმაროს ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია და ერთიანი აზრი არ არსებობს, პროფესორი იური სიხარულიძე მიიჩნევს, რომ ის წარმოსდგება სვანური სიტყვიდან ,,ბაფს”, რაც ნაბიჯს ნიშნავს, პროფესორ დავით კობიძის აზრით, ბახმარო დაკავშირებულია ბახვისწყალთან და ბახვთან. და ა.შ. ყველაზე პოპულარული ვარაუდი კი ლეგენდას უკავშირდება, რომლის მიხედვით, XVI-XVII საუკუნეებში ოსმალებმა გურიიდან გაიტაცეს თავადის ლამაზი ქალი სახელად მარო.

,,ხელი სტაცა, შავი ბურთით

უმალ პირი გაუტენა,

შესვა ცხენზე და მთებისკენ

გააქროლა, გააჭენა”.

გამტაცებლებს გურულები დაედევნენ და დიდი ხნის დევნის შემდეგ ისინი ბახმაროს მიდამოებში მოამწყვდიეს.

,,ერთი ამბობს: თავს ვუშველოთ,

შევეფაროთ კლდეს და გორებს,

თორემ ბრძოლით ქართველები

წუთი სოფელს მოგვაშორებს,

მხეცებს მისცემს დასაგლეჯათ

აკუწულსა ჩვენსა მძორებს…”

ოსმალებმა ვეღარ შეძლეს ქალის წაყვანა, სამაგიეროდ, ის მოკლეს და მის შიშველ ტანზე დააწერეს მისივე სისხლით ,,ბახ-მარო”, რაც ქართულად ნიშნავს ,,ნახე-მარო”.

„და ისეთი მომხიბლავი

გამოსჩნდა იმ წუთს ქალი,

რომ თათრებსაც უნებურად

შეუჩერდათ ხელს ხანჯალი,

მაგრამ მაინც თავი მოსჭრეს.

მხეცის გული გააჯერეს,

და თეთრ მკერდზე სისხლის მელნით

,,ბახ-მარო”-ო! დააწერეს!

გურულებმაც ნაწამები ქალის საპატივსაცემოდ სწორედ ეს სახელი უწოდეს ამ ადგილს. ამ ლეგენდის საფუძველზე პოეტმა საფო გიგინეიშვილი-მგელაძემ 1918 წელს დაწერა პოემა ,,ბახ-მარო” და უფრო გაამყარა ეს ლეგენდა ხალხის აზროვნებაში (ზემოთ მოყვანილი სტროფები სწორედ ამ პოემიდანაა).

,,ეს აგარაკი ოზურგეთზედ დაშორებულია 30 ვერსით, მდებარეობს აღმოსავლეთ გურიაში და აჭარა-გურიის მთების ნაწილია. სიმაღლე აქვს ბახმაროს 8000 ფუტამდე, ჰაერი არის ცივი, მშრალი და სუფთა… ბახმაროს მეტისმეტ მარგებელ ჰაერს ბევრი დაუბრუნებია უკან, რომლებიც ადრე გაისეირნებდნენ საიქიოსაკენ!” გაზეთი ,,ივერია”, 1904, #190.

ბახმაროს ტყეებს XIX საუკუნეში ფლობდნენ სხვადასხვა ოჯახები: ერისთავები, მაჩაბლები, კეკელიძეები და ნაკაშიძეები. ტყის ფართობი ორი უბნისაგან შედგებოდა _ მეწიეთისა და ასკანის აგარაკებისაგან. 1864 წელს ორივე უბანი გადაეცა გურიის მეტყევეს ოკინჩინს, მაგრამ ჩოხატაურელმა თავადმა მიხეილ ერისთავმა მაინც მოახერხა მისი ერთი ნაწილის თავის გამგებლობაში დაეტოვებინა. 1872 წელს  ოზურგეთის მაზრის უფროსის მუხრანსკის თანხმობით, საეკლესიო მამულების მმართველმა ბლაღოჩინმა ქიქოძემ ბახმაროს ტყე გადასცა გურიის მეტყევეს მარდანოვს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ათეული წლების მანძილზე ბახმაროს უნიკალური სააგარაკო ტყე ხელიდან ხელში გადადიოდა.

,,ექიმმა დავიდიანცმა, დაახლოებით, 30 წ. წინეთ ინახულა ორიოდე ავათმყოფი, რომლებიც შეპყრობილი იყვნენ ტუბერკულოზით და ჰქონდათ, სხვათაშორის, პირიდან სასტიკი სისხლის დენა. ერთი მათგანი იყო ღვდელი ნ. კ. რომელიც ეხლა ცოცხალია (ეს სტრიქონები გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწერა – ი. მ.). აღნიშნულ ავათმყოფებს არ  ჰქონდათ საშვალება სადმე ცნობილ აგარაკზე წასულიყვნენ და ამის გამო ექიმმა ურჩია, მათ სადმე მაღალ ადგილზე წასვლა. ეს ავათმყოფები წაყვნენ მწყემსებს ტყეში და ზაფხული გაატარეს ბახმაროს რაიონში. შემდეგ ისევ ეჩვენენ ექიმ დავიდიანცს დ ამის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა იმ საოცარი ცვლილებების გამო, რომელიც მომხდარიყო ავათმყოფთა ფილტვებში ჰაერის გავლენით… შემდეგ, როგორც მაზრის ექიმმა, მოსთხოვა მაზრის უფროსს ჩაფრები და (1896 წლის 27 ივლისს სამხედრო ფერშალ ა. ვადაჭკორიასა და ექიმ ძიძიშვილთან ერთად -ი.მ.) რაინდული სიმამაცით გაემგზავრა აღნიშნული ადგილის საძებრათ. დიდი განსაცდელის შემდეგ მიაკვლია ექიმმა დავიდიანცმა ბახმარო… და პირველი სახლი ბახმაროში მან ააგო (სახოკიას მიხედვით, პირველი ფიცრული სახლი იქ ნიკიფორე ქარცივაძეს წამოუდგამს _ ი.მ.). შემდეგ ბახმარომ მიიპყრო ხალხის ყურადღება და დაიმსახურა დიდი ნდობა” (ექიმ ა. ინგოროყვას მოგონებებიდან).

სულ მალე ბახმაროს ქომაგი და მცველი გამოუჩნდა იოსებ ათანასეს ძე ქიქოძის სახით. იგი დაიბადა 1846 წლის 28 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. დაწყებითი განათლება მან ბიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის ოჯახში მიიღო. შრომისმოყვარე ყმაწვილმა წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სემინარია. 1871 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის სატყეო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს, დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ქუთაისის მიწათმოქმედებისა და ქონებათა სამმართველოში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე. მომდევნო წელს მას დაევალა გურიის ტყეების აღწერა. შემდეგ კი მას ვხედავთ შორაპნის მეტყევედ. 1876 წელს იოსებ ქიქოძე დანიშნეს გურიის მეტყევის თანამდებობაზე. სწორედ აქედან იწყება მისი ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც წლების მანძილზე ავრცელებდნენ თავიანთ ზედამხედველობას ბახმაროს ტყეზე.

,,მთელი გურია საზაფხულოდ გადის აგარაკ ბახმაროზედ… ყოველ ზაფხულობით არის ფერშალი, ერთ-ერთი ექიმი იგზავნება პატარა აფთიაქით, ავადმყოფებიც ძლიერ ადრე იკურნებიან, იშვიათი შემთხვევაა, რომ მომკვდარიყოს ვინმე. სულ ახსოვთ 3 მომკვდარი. უმეტეს ნაწილად უხდება ჭლექს, სისუსტეს, ცხელებას, ცივებას, თავის ტკივილს და სხვას…” გაზეთი ,,ცნობის ფურცელი”, 1899, #862.

1880 წელს იოსებ ქიქოძემ ოზურგეთის სამოქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რათა ბახმაროს ტყეზე სახალხო მმართველობა აღედგინათ. მაგრამ მოგვიანებით, სახალხო მმართველობის ეს წესი დაარღვიეს თომა და დავით ერისთავებმა. ამის საპასუხოდ ქიქოძემ ტყეს მიუჩინა შეიარაღებული მცველები. სულ მალე კი იმასაც მიაღწია, რომ ბახმაროს ტყე სახალხო კუთვნილებად გამოცხადდა. თითქოს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ 1887 წელს დავით, თომა და გრიგოლ ერისთავებმა, მეუღლეებმა ლიდა მაჩაბელმა და მამუკა სანიკიძემ კვლავ აღძრეს საკითხი ქუთაისის საგუბერნიო ქონებათა სამმართველოში, რათა მათ ეცნოთ მომჩივნების უფლებები ბახმაროს ტყის ნაწილზე. მაგრამ მათი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

,,გასართობი აქ ბევრია: ერთი დიდი როტონდაა, რომელშიაც სდგას რამდენიმე სტოლი, ასევე, არის ნარდი, ლოტო, კარტი, კეგლიც კი არის. საღამოობით გავარდება ხოლმე ბურთი… იმართება ხოლმე ქართული წარმოდგენები, აგერ 5-ჯერ იყო. ამას გარდა, შარშან ბ. ქვარიანმა წაიკითხა ლექციები მეურნეობის შესახებ. ეხლა აქ არის განყოფილება ასკანის წიგნთსაცავ სამკითხველოსი, რომელსაც საკმარისად მოსდის ჟურნალ-გაზეთები” (გაზეთი ,,ცნობის ფურცელი”, 1899, #862).

1891 წელს იოსებ ქიქოძე დაინიშნა ქუთაისის სატყეო რევიზორად და მას მიენიჭა გენერლის ჩინი. 1909 წლიდან კი მას ნიშნავენ ქუთაისის სატყეო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

,,მოაგარაკეთა რიცხვი (ბახმაროში) ყოველ წლივ 1500 სულამდის ადის და რაც ხანი გადის, უფრო იმატებს. მოაგარაკეთ უფრო ღარიბი ხალხი ეტანება და მათ შორის მოსწავლე-ახალგაზრდობა, რადგან აქ ცხოვრება უფრო იაფი ჯდება სხვასთან შედარებით, მაგალითად, ძალიან იაფად იყიდება: ხორცი, რძე, ყველი, მაწონი, ერბო და სხვა, რომელიც ბლომად იშოვება აქ, რადგან გურიის მთელი ნახირი ბახმაროს ახლომახლო მოჰყავთ საძოვრად (1896 წელს თედო სახოკიას ბახმაროში ყოფნისას, საქონელი თურმე 3-4 კაპიკით უფრო მეტი ღირდა, ვიდრე ოზურგეთში, შაქარი 3 კაპიკით და ა.შ -ი.მ.)…” _ გაზეთი ,,ივერია”, 1904, #190.

იოსებ ქიქოძე საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა: მისი ინიციატივით ოზურგეთში მოეწყო წყალსადენი, თავის მეუღლესთან ერთად 1889 წელს ბახვში მოაწყო აბრეშუმის პარკებისაგან მზა პროდუქციის დამამზადებელი საამქრო, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ, განსაკუთრებით კი ხელმოკლე გლეხობას. ასევე, ცნობილია ფაქტი, როცა ცნობილი მეტყევის, ვლადიმირ მაიაკოვსკის (ცნობილი პოეტის მამა) მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, იოსებ ქიქოძემ  ქუთაისის სახაზინო სამმართველოს უფროსს მიმართა თხოვნით, რათა მისი ქვრივისთვის და სამი შვილისთვის მაღალი პენსია დაენიშნათ და უნდა ითქვას, მიაღწია კიდევაც ამას…

იოსებ ქიქოძე 1921 წლის ზაფხულში გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ბახვის ეკლესიის გალავანში.

გამოყენებული ლიტერატურა:

ილია ცინცაძე _ „ბახმარო“.

ექიმი გ. მჟავანაძე _ „აგარაკი ბახმარო“.

საფო მგელაძე _ ლეგენდა-პოემა „ბახ-მარო“.

[sexy_author_bio]

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ეს არის ოკუპაცია _ გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მივიდა

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად ოფისში

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო