ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, როდის შემოვა საქართველოში ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინა.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც AstraZeneca-სა და Pfizer-ის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე Sinovac-ისა და Sinopharm-ის დოზებზე. ველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას, დღესაც არის ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით შეხვედრა. ეს ორი ვაქცინა ძალიან დაწინაურებულია იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს. ასევე COVAX-პლატფორმაზე უკვე გამოჩნდა Novavax-ი და შესაძლებელია, რომ მისი მოწოდება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყოს. რაც შეეხება Johnson & Johnson-ს, ის COVAX-პლატფორმაზე მესამე კვარტლიდან იქნება. Sinopharm-ის ქვეყანაში შემოტანა უკვე აპრილში იქნება შესაძლებელი. ევროპის არაერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სერბეთი წარმატებით იყენებენ, მილიონობით ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Sinovac-ს იყენებენ ჩვენი მეზობლები, მაგრამ მკაცრ მარეგულირებლებს მისთვის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ გაუციათ. კარგია, რომ ჯანმოდან დამაიმედებელი ინფორმაციაა ამ მიმართულებით“, – განაცხადა გაბუნიამ.