ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღევლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა და მრევლმა ქალაქის ქუჩებში ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა გამართეს.
მსვლელობას ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდნენ.
ინფორმაციისთვის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საყოველთაო შეკრება და მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.
17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.
ფოტო: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან


































































