გურიაში 9 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამ საღამოდან კი ძლიერი ქარი იქროლებს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ამ საღამოდან ხვალ და 6 ნოემბერს, აღმოსავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს. ტემპერატურა ღამით +13, +14 გრადუსი შენარჩუნდება, დღისით კი +25, +26 გრადუსი დაფიქსირდება. 8 ნოემბერს ღამის საათებში შეიძლება იწვიმოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნალექი არ არის მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.