15 მაისისის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“14-15 მაისს ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შეიძლება 29 გრადუსამდეც კი მოიმატოს. მაგრამ 16 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, გაწვიმდება. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 17 მაისს ქარის ინტენსივობა შესუსტდება. 17 მაისს +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 18 მაისიდან კი არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი მთელი კვირის განმავლობაში”,_ ამბობს გვაზავა.