ბესო რამიშვილი, ოზურგეთი:

_ დადებითად ვაფასებ. ბიუჯეტი დაიზოგება.
ავთო მდინარაძე, ოზურგეთი:

_ მომწონს, კარგი გადაწყვეტილებაა.
ავთანდილ მელუა, ოზურგეთი:

_ როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს, ისე სჯობს.
ზურაბ ტუღუში, ოზურგეთი:

_ მთავარია, საქმე წაიყვანონ კარგად.
ბორის გუტკინი, ოზურგეთი:

_ დადებითი აზრი მაქვს მაგაზე.
ჯუმბერ გოგრიჭიანი, ოზურგეთი:

_ ძალიან კარგია, ბიუჯეტი დაიზოგება.
ალექსანდრე ომელჩენკო, ოზურგეთი:

_ დადებითი აზრის მაქვს _ თანხები დაიზოგება.
თემურ ჯინჭარაძე, ოზურგეთი:

_ მომწონს ეს ნაბიჯი, დადებითად ვაფასებ.
დავით ლომაძე, ოზურგეთი:

_ შეერთება კარგია, ოღონდ ჯილდოებიც შეკვეცონ.
მანანა ბურჭულაძე, ოზურგეთი:

_ ძალიან კარგია. ოღონდ გაზრდილი ბიუჯეტი ჯილდოებისთვის არ გამოიყენონ.
ნატო მენაბდე, ოზურგეთი:

_ კარგია, მაგრამ ხალხი დარჩება უმუშევარი. ვიღაცას ხომ შეამცირებენ?
დალი ჩავლეშვილი, ოზურგეთი:

_ დადებითად ვაფასებ, ოღონდ უმუშევრობა არ გაზარდონ მაგ ნაბიჯით.
ნორა არობელიძე, ოზურგეთი:

_ ბიუჯეტი დაიზოგება და კარგია, ოღონდ კონკრეტული ადამიანები უმუშევარი არ უნდა დატოვონ.
ცისანა ბოლქვაძე, ლანჩხუთი:

_ რახან გააერთიანეს, ალბათ, ასე მიაჩნიათ საჭიროდ და უკეთესად.
კახა მარშანიშვილი, ლანჩხუთი:

_ მე თუ მკითხავთ, ადრე იყო გასაუქმებელი, ამდენი სამინისტრო ნამდვილად არ იყო საჭირო.
მარიამ იმნაძე, ლანჩხუთი:

_ ვერაფერს გეტყვით. ალბათ, ასე მიიჩნიეს საჭიროდ.
თამარ დევაძე, ლანჩხუთი:

_ იმედია, ბიუჯეტის თანხები დაიზოგება.
მზია თოდუა, ჩოხატაური:

_ მომწონს, ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. 53 წლის ქალი ვარ. სამსახური არ მაქვს. უმაღლესი განათლება რუსეთში მაქვს მიღებული და სახლში ვზივარ.































































