ღვინისათვის “სუნთქვის” საშუალების არ მიცემა
სპეციალისტები, ღვინის “სუნთქვაში”, გულისხმობენ მის აერაციას ჟანგბადთან კონტაქტის დროს. ეს პროცესი იწყება, როდესაც ბოთლს საცობს მოხსნით. მაგრამ ღია ბოთლში, ღვინო ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს, რადგან ბოთლის ყელი არც ისე დიდია. ამიტომ სრულყოფილი აერაციისთვის, საჭიროა ღვინის გადასხმა ისეთ ჭურჭელში, რომელსაც საკმაოდ განიერი პირი აქვს. ითვლება რომ, ღვინოს თუ მისცემთ 15-20 წთ. “სუნთქვის” საშუალებას, ისიც და თქვენც, მოგებულები დარჩებით.
ბოკალის პირამდე შევსება
იმისათვის, რომ ღვინით ისიამოვნოთ, მისი არომატი უნდა შეიგრძნოთ. არომატი კი იმ შემთხვევაში იგრძნობა, თუ ღვინოს საკმარისად დიდი თავისუფალი ადგილი აქვს ბოკალში. ითვლება რომ, თუ ბოკალი დიდი ზომის არ არის, ის მხოლოდ 1/3-ზე და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, 1/4-ზე რომ შეავსოთ.
ფიქრი, რომ ღვინო სინთეტკური საცობით უხარისხოა
სტატისტიკის თანახმად, ნატურალური საცობების ყოველი მეათე ცალი გარკვეულ დეფექტს შეიცავს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ღვინის ხარისხზე. ამიტომ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა სინთეტიკურ საცობს იყენებს. სინთეტიკური საცობი უფრო კარგად იცავს ღვინის ხარისხს და არანაირ გემოს არ აძლევს ღვინოს.
სიჩქარე
ღვინო არ უნდა გახსნათ გაგრილების გარეშე. გასახსნელი ღვინის ოპტიმალური ტემპერატურა, 14-18 გრადუსია. იმისათვის, რომ ამ ტემპერატურაზე დააყენოთ, თქვენ დაგჭირდებათ: ვედრო, ყინული, 2 ს. კ. მარილი და წყალი. ჩადგით ღვინის ბოთლი ვედროში. თავისუფლად დარჩენილი მოცულობის 1/3 ყინულით შეავსეთ, ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ბოთლის “მხრები” დაიფაროს და შეურიეთ წყალს მარილი. გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 30 წთ.
ღვინის გაციება საყინულეში
როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ღვინო არავითარ შემთხვევაში არ შედგათ საყინულეში. ისევ ვედრო და ყინული გამოიყენეთ, რადგან: საყინულეში მოხვედრილ ღვინის ბოთლს, ცივი ჰაერი ჯერ გარედან აციებს და ყინავს. ბოთლის სქელი კედლების გაყინვას 30 წუთი ესაჭიროება. ამ დროის გასვლის შემდეგ თუ გამოიღებთ მაცივრიდან ღვინის ბოთლს, მისი კედლები ცივი, ხოლო ღვინო თბილი იქნება. საყინულეში, საჭირო ტემპერატურამდე რომ გაცივდეს, ის მაცივარში 1-1, 5 სთ. უნდა გააჩეროთ.
“ღვინის სარდაფის” სამზარეულოში მოწყობა
ნებისმიერ ღვინოს სიგრილე უყვარს და ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს ბნელ საცავში. ღვინის შენახვისათვის საუკეთესო ტემპერატურა 10-18 გრადუსია. არ შეიძლება ღვინის ისეთ ადგილზე შენახვა, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება. ამიტომ, თუ სარდაფი არა გაქვთ, შეინახეთ ღვინო კარადის ზედა თაროზე, ყველაზე შორეულ კუთხეში.
წითელი ღვინო თევზთან ერთად
სუფრაზე კატეგორიულად არ შეიძლება წითელი ღვინის მიტანა თევზთან ერთად. ამოირჩიეთ ნებისმიერი თეთრი ღვინო, თუ არ გინდათ რომ, ვახშმის შემდეგ, რამოდენიმე საათის მანძილზე „რკინის“ გემოს შეგრძნება გქონდეთ პირში.