https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ხვდება ჩოხატაურის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს

9:11; 12.09.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან უნდა განახლდეს _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება “მომავალის” დირექტორმა, ნინო ბარამიძემ განუცხადა.

რაც შეეხება აღსაზრდელების რეგისტრაციის პროცესს, ნინო ბარამიძის ინფორმაციით, რეგისტრაცია ჯერ დასრულებული არ არის და მიმდინარე კვირის ბოლოს შეწყდება.

ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღი (ბაღები) სადაც სააღმზრდელო პროცესი, შესაძლოა, ვერ განახლდეს, ნინო ბარამიძე გვპასუხობს, რომ არა. თუმცა, როგორც უკვე ვწერდით და საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ამ ზამთარში დიდთოვლობამ სოფელ იანეულის საბავშვო ბაღი დააზიანა, რის გამოც, ბაღი დახურეს და აღსაზრდელები ბუკისციხის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს.

ნინო ბარამიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ იანეულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სიარულს მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში გააგრძელებენ.

“ჯერ ვერ განახლდება იანეულის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი _ ახალი ბაღის აშენებაზეა საუბარი. ბაღის დახურვის შემდეგ ტრანსპორტი იყო დანიშნული და მასწავლებელთან ერთად დაყავდა ბავშვები. ასე იქნება წელსაც”, _ გვითხრა ნინო ბარამიძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აშენების შესახებ იყო საუბარი 2023 წელსაც.

“რა იგეგმება სოფელ იანეულის საბავშვო ბაღთან დაკავშირებით, რომელიც დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა და დროებით დახურულია, რეაბილიტირდება?

(როგორც ცნობილია, 2023 წელს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით იყო ამ სოფელში განსაზღვრული ბაღის აშენება, თუმცა ამ დროისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს ტენდერი გამოცხადებული არ აქვს)”, _ ვწერდით 2025 წლის 28 აპრილს გაგზავნილ წერილში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას.

ჩვენს კითხვაზე პასუხი მერიის პრესსამსახურმა 4 სექტემბერს დაგვიბრუნა:

“თქვენი წერილის პასუხად, რომელიც შეეხება დიდთოვლობის შედეგად სოფ. იანეულში დაზიანებული ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობას, გაცნობებთ, რომ 2023 წელს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიგეგმა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. მერიის მიერ მიწოდებულ იქნა რეკომენდაცია შესაბამისი სტრუქტურებისთვის I ეტაპზე ასაშენებელი ბაღების შესახებ, მათ შორისაა იანეულის საბავშვო ბაღი”, _ წერია “გურია ნიუსისთვის” 2025 წლის 4 სექტემბერს მოწოდებულ პასუხში, რომელსაც ხელს მერი დავით შარაშიძე აწერს.

საუბარი სოფელ იანეულში ახალი საბავშვო ბაღის აშენების შესახებ საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

კერძოდ, 2019 წლის 18 მარტს გურიის მხარის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გურიაში, კერძოდ საჭამიასერში, იანეულში, სუფსაში, ხაჯალიაში და აცანაში ახალი საბავშვო ბაღები უნდა აშენებულიყო.

2023 წელს გაკეთებული დაპირებიდან, რომლის მიხედვითაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საბავშვო ბაღი  უნდა აშენებულიყო, ჯერ აშენებული არც ერთი არ არის.

როგორც ცნობილია, პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 2 ეტაპად უნდა გახორციელებულიყო.

ჯერ იგეგმებოდა სოფლების: გუთურის, გოგოლესუბნის, ზომლეთის და შუა ამაღლების საბავშვო ბაღების მშენებლობა, ხოლო პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კი როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებოდნენ, ბაღები აშენდებოდა იანეულში, ქვენობანში, დაბლაციხესა და გორაბერეჟოულში.

კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის 10 მაისს გააფორმა და სოფელ გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთსა და შუა ამაღლებაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა უნდა გაეხორციელებინა, ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში ცალმხრივად შეუწყვიტეს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე კომპანიისადმი 17 თებერვლით დათარიღებულ მიწერილ წერილში ვკითხულობთ, სამშენებლო ობიექტები თვეებია გაჩერებულია, ხოლო შპს “ლაგი კაპიტალს” ხელშეკრულების შეწყვეტამდეც არაერთი გაფრთხილება აქვს მიღებული.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 31 მარტს გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 129 492 ლარს შეადგენდა და განაცხადები 8 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით მიიღებოდა. ტენდერში გამარჯვებული “შპს მოდერნ ბილდინგ კომპანი” გახდა, თუმცა, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, 50 ბავშვზე გათვლილი ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების (საჭიროებისამებრ)საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.

რატომ შეწყდა ელექტრონული ტენდერი, “გურია ნიუსმა” ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობით 19 მაისს მიმართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ პასუხში ეწერა:

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს შესაბამისად, გიგზავნით მიმდინარე წლის 19 მაისის #2143 თქვენი განცხადებით მოთხოვნილ, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (შემდგომში – “ფონდი”) არსებულ საჯარო ინფორმაციას:

გაცნობებთ, რომ ფონდის მიერ 2025 წლის 31 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი (NAT250006487) შეწყდა ქვეყანაში სამშენებლო სამუშაოების საპროექტო მოთხოვნებისა და პრინციპებისადმი მიდგომების ცვლილების საფუძველზე. ტენდერის შეწყვეტა გახორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ბაღების მშენებლობის ტექნიკური დავალების განახლება, რის შემდეგაც გამოცხადდება ახალი ტენდერი”.

“გურიის რეგიონში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, რომელთა ნაწილი აქტიურ ფაზაშია. თუმცა, რამდენიმე პროექტში დაფიქსირდა შეფერხება და პრობლემები, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა კონტრაქტები, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ახალი ტენდერები და სამუშაოები განახლდება”, _ აცხადებდა 26 ივლისს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე გურიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისა და გამოწვევების ადგილზე გაცნობის შემდეგ.

26 აგვისტოს კი მუნიციპალური განვითარების ფონდის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით:

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამურად, 54.6 მილიონი ლარით ფინანსდება.

საბავშვო ბაღები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

თანამედროვე შენობებში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზოები და ყველა საჭირო სივრცე.

ყველა საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის”.

რომელი ბაღების განახლებაა დაგეგმილი გურიაში,_ ამ კითხვით მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ.

როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ნატანებში მიმდინარეობს ბაღის რეაბილიტაცია, ასევე ოზურგეთში მიმდინარეობს ბაღის რეაბილიტაცია, ლანჩხუთში მიმდინარეობს 4 ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ჩოხატაურში 2 ბაღის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

კითხვაზე კი თუ რომელი საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა წერილობით მიმართვა გვთხოვა.

“გურია ნიუსმა” განაცხადი უკვე გადააგზავნა ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თუმცა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე 26 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“მიმდინარეობს ჩოხატაურში #1 საბავშვო ბაღისა და #1 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტირების სამუშაოები. თითოეული ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება. სამუშაოები 6.4 მილიონ ლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება”.

“გურია ნიუსი” თემაზე მუშაობას აგრძელებს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15 სექტემბერი, 2026

ირაკლი კობახიძე: "როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში"

„მართლა ძალიან ეშინია ბიძინას, 4 ოქტომბერს შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს“ – პოლიტოლოგი

ყველა სიახლე

სამართალი

დიდუბეში მატარებელი ქვეითს დაეჯახა _ მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

21:04; 15.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

19:53; 15.09.2026
პოლიტიკა

როგორ აფასებენ საკადრო ცვლილებებს უსაფრთხოების სამსახურში მმართველი გუნდი და ოპოზიცია

18:32; 15.09.2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15.09.2026
პოლიტიკა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

16:39; 15.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო