სტრატეგიული დაგეგმვის გარეშე ორგანიზაციის წარმატება უმეტესწილად გამართლებაზე ხდება დამოკიდებული. თუ ბაზარს არ იცნობ, არ იცი, ვინ არის სამიზნე აუდიტორია და როგორია მისი ქცევის თავისებურებები, ვერც შესაბამის განვითარების გეგმას შეიმუშავებ. ამ პროცესების საკვლევად აუცილებელია ცოდნა და გამოცდილება.
ბაზარზე არაერთი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სტრატეგიული დაგეგმვის სერვისს სთავაზობს. ღირს თუ არა თქვენი ორგანიზაციისთვის ამ მიმართულებით ინვესტირება? დღეს სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ. რას გულისხმობს სტრატეგიული დაგეგმვა სტრატეგიული დაგეგმვა ორგანიზაციის მიზნებთან შესაბამისობაში გრძელვადიან ზრდასა და განვითარებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ძირითადი სამომავლო მიზნები განისაზღვრება. შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ გაიწერება ამ მიზნების მისაღწევად საჭირო გზები. როგორც წესი, ეს არის 3-წლიანი ან 5-წლიანი გეგმა, თუმცა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი გათვლებიც. შედეგად უნდა გამოვლინდეს პოტენციური რისკები, გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები. Loilate Strategy სათანადო აკადემიური ცოდნის დან შესაბამისი გამოცდილების გარეშე გრძელვადიანი სტრატეგიული გათვლების გაკეთება საკმაოდ რთული ამოცანაა. ამისთვის არსებობენ კომპანიები, რომლებიც კლიენტებს სტატეგიულ დაგეგმვაში ეხმარებიან. ქართულ ორგანიზიებს, იქნება ეს კერძო თუ საჯარო, მსგავსი ტიპის სერვისებს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte სთავაზობს. Loialte Strategy ორგანიზაციებს სთავაზობს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც გულისხმობს როგორც შიდა პროცესების ოპტიმიზაციას, ასევე სამართლიანი მმართველობის ჩამოყალიბებას, კორპორაციული კულტურის გაძლიერებასა და ბაზრის ტენდენციებთან სწრაფ ადაპტაციაში დახმარებას. აქ შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს ოპერაციული ეფექტიანობის გაძლიერებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვას. სტრატეგიული კონსალტინგი Loialte მუშაობს სხვადასხვა მასშტაბისა და სექტორის ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტულად მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს სთავაზობს შემდეგი მიმართულებებით:
ბიზნესისა და ორგანიზაციული საქმიანობის შეფასებით, პროცესების ოპტიმიზაციით, საკვანძო პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებით, ცვლილებების მართვითა და ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრაციის გზით, Loilate ხელს უწყობს სტრატეგიული მართვის გაჯანსაღებას, რაც ორგანიზაციებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში ეხმარებათ. განვითარების კონსალტინგი Loialté Strategy-ის განვითარების კონსალტინგი ორიენტირებულია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. განვითარების კონსალტინგის მიზანია, საჯარო და კერძო ორგანიზაციებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან მმართველობის სისტემების შექმნასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში დაეხმაროს. სერვისი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
კვლევა და განვითარებაLoialte Strategy-ს კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულება ორგანიზაციებს ეხმარება ბაზრის დინამიკის, მომხმარებლის ქცევის, ინდუსტრიის ტენდენციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სიღრმისეულ ანალიზში, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების, მომსახურებების და ბიზნეს-მოდელების უწყვეტ განვითარებას. Loialte გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
რატომ არის სტრატეგიული დაგეგმვა მნიშვნელოვანისტრატეგიული დაგეგმვა ორგანიზაციას მიზნების მკაფიოდ იდენტიფიცირებასა და ჩამოყალიბებაში, ამ მიზნების მისაღწევად საჭირო გზების/სტრატეგიების დასახვასა და ამ სტრატეგიების წარმატებით აღსრულებაში ეხმარება. სისტემატიზაცია აუცილებელია ეფექტიანობის მისაღწევად. იმისთვის, რომ ორგანიზაციამ კონკურენტუნარიანობა მოიპოვოს და შეინარჩუნოს, ინდუსტრიის შესწავლა და სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინება დაგჭირდებათ. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში გეხმარებათ სტრატეგიული დაგეგმვა. შეჯამება სტრატეგიული დაგეგმვა ორგანიზაციის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც გრძელვადიან მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგიების და მათი აღსრულების გზების შემუშავებას გულისხმობს. სწორად შემუშავებული სტრატეგიული გეგმა არა მხოლოდ ორგანიზაციის ეფექტიანობას ზრდის, არამედ ხელს უწყობს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. Loialte Strategy ორგანიზაციებს მათზე მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ კონსალტინგს, განვითარების კონსალტინგს და კვლევას და განვითარებას (R&D). |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved