ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და ” ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი დაიწყო.
სასამართლო დარბაზში და გარე პერიმეტრიში პროცესის დაწყების დროს ისმოდა შეძახილები: “თავისუფლება მზიას” და “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
როგორც ცნობილია დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხება.
ასევე მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის აღკვეთის საკითხს უნდა გადახედოს და მიიღოს გადაწყვეტილება.
დღეს მზია ამაღლობელის პროცესს ბათუმში ესწრებიან ევროკავშირის ელჩის მოადგილე და წარმომადგენლები დანიის, პოლონეთის და ჩეხეთის საელჩოებიდან. ასევე მედიის და საზოგადოების წევრები.