„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა _ იგი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
ხაზარაძეს, ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.