რა უნდა მიირთვათ ყოველდიურად?
- გახეხილი სტაფილო ან მისი წვენი
- სალათის ფურცლები
- კიტრი და პომიდორი
- მოხარშული კვერცხი
- სპინატი
- ბროკოლი
- კომბოსტო
- ხილიდან სასურველია – ფორთოხალი, ვაშლი, ანანასი და კივი
- ყოველთვის მიირთვით მწვანე ჩაი
დილით – შეგიძლიათ ომლეტი გაიკეთოთ, მაგრამ ნუ გამოიყენებთ ზეთს, იყიდეთ მდნარი ყველი, დადეთ ტაფაზე, შემდეგ დაასხით ათქვეფილი კვერცხი – შეგიძლიათ შეურიოთ ზემოთ აღნიშნული ბოსტნეულები გემოვნებით და მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ოხრახუში, რადგან დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში და ზოგადად, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
თუ პურის გარეშე არ შეგიძლიათ, მიაშველეთ ორცხობილა, მაგრამ თითო ჭამაზე არ არის რეკომენდებული ორ ნაჭერზე მეტი.
შუადღეს – ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სალათა ანდა ყველა ერთად და მიირთვათ მოხარშულ კვერცხთან ერთად.
საღამოს – ისევ აღნიშნული პროდუქტებიდან მოამზადეთ სალათა, შეგიძლიათ მოხარშოთ ბროკოლი და კომბოსტო, მაგრამ მოხარშული კვერცხის გარეშე, ჯობს მიირთვათ ხილი ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ.
არ მიიღოთ რაიმე სითხე კვების პროცესში და კვების შემდეგ.
სჯობს, კვებამდე 15-20 წუთით ადრე მიირთვათ და ასევე კვებიდან ნახევარი საათის შემდეგ.