ორ კვირაში ბევრი კილოგრამის დაკლება ვერ მოესწრება. მაგრამ ფორმაში ჩადგომა სრულიად შესაძლებელია.
შიმშილი გამორიცხეთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ამას აუცილებლად მოჰყვება მდგომარეობის გაუარესება და ცუდი განწყობა. გასახდომად, არც ინტენსიური დატვირთვა გამოგადგებათ. ის შიმშილის გრძონას ზრდის, ე.ი.ჭამის სურვილი კიდევ უფრო გაგიძლიერდებათ. გარდა ამისა, დატვირთული ვარჯიშები ქსოვილის შეშუპების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ გარეგნობით კმაყოფილი ვერ იქნებით – თქვენი წელის გარშემოწერილობა აუცილებლად გაიზრდება.
თუ რეკომენდებულ ფიზიკურ დატვირთვას მიმართავთ, აირჩიეთ ისეთები, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებთ, აამაღლებს ტონუსს და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
ეს შეიძლება იყოს ცეკვა და გაწელვები. მათში მთავარია დოფამინის გამომუშავება, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ. ამ მდგომარეობაში ჭამაზე ნაკლებად იფიქრებთ და დანაყრების სურვილი აღარ გექნებათ.
მთავარი წესი – იკვებეთ პორციებით და რეგულარულად. მიირთვით დღეში არანაკლებ 5-ჯერ, მაქსიმალური შედეგის მისაღებად კი, შეამცირეთ ნახშირწყლები. ასევე რაციონში შეიტანეთ წვნიანები უცხიმო თევზით, ქათმის ან ინდაურის ხორცით.

































































