https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ იხსენებენ კალანდობის დღესასწაულს “გურია ნიუსის” ღვაწლმოსილი, მუდმივი მკითხველები

6:01; 13.01.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კალანდობის ტრადიციას რომ საუკუნოვანი ისტორია აქვს გურიაში და იგი მტკიცედ არის შენარჩუნებული დღემდე, ამას ყოველი ახალი წლის დადგომაც მოწმობს. აქ კვლავ გამორჩეული მოლოდინით ელიან 13 იანვრის ღამეს, როცა “კალანდა” თენდება.

ჩიჩილაკი ახლა უმეტესად ბაზრობაზე იყიდება, წარსულისგან განსხვავებით, როცა ყოველ ოჯახში ლუკუმხის ან თხილის ხისგან თავად თლიდნენ.

კვლავ აქტუალურია სუროთი, კურკანტელით, ჩურჩხელებით თუ სხვადასხვა ტკბილეულით მისი მორთვა. ასევე, ხონჩაზე დალაგებული სხვადასხვა ნუგბარი, იქვე სანთელი და მეკვლის ლოცვა.

“გურია ნიუსმა” გადაწყვიტა, ძირძველ ტრადიციებზე იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს ესაუბრათ, რომლებიც “გურია ნიუსის” დაფუძნების დღიდან მისი აქტიური მკითხველები არიან და ერთხელაც არ შეუწყვეტიათ მისი გამოწერა. ამ ადამიანებს შინ ვესტუმრეთ. ზოგიც რედაქციაში თავად მოვიდა. ზოგი დაგვეთანხმა ფოტოს გადაღებაზე, ზოგმაც თავაზიანი ღიმილით იუარა, აწი ასაკში ვარ და მთლად საფოტოოდ ვერ გამოვიყურებიო. სამაგიეროდ, სიამოვნებით გვიამბეს, თუ როგორ ახსოვთ კალანდობის ზეიმი შორეული ბავშვობიდან.

ციური ბაბილოძე, სოფელ მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელი: “მიხარია, რომ “გურია ნიუსი” ტრადიციების განმტკიცებას ძალიან უწყობს ხელს. ამიტომ ველი ყოველ ნომერს გამორჩეული სიხარულით. ჩემს ბავშვობაში კალანდობის დღესასწაული დიდი სამზადისს უკავშირდებოდა. თხინვალში დავიბადე და გავიზარდე. უფრო დიდი დღესასწაული და განსაკუთრებული მზადება არ მახსოვს. ბუნებრივია, ღორი, ინდაური თუ ქათმები ყველა ოჯახს უნდა ჰყოლოდა. ამ დღისთვის განსაკუთრებით ასუქებდნენ.

ჩიჩილაკს ოჯახებში თლიდნენ. სიცოცხლის ხეს, რაც შეიძლება, ლამაზი და ხშირი “წვერი” უნდა ჰქონოდა.

ნაშუაღამევს ერთმანეთის ოჯახებში გადავდიოდით, ბავშვებიც ჟრიამულით დავრბოდით. მეკვლე ოჯახის უფროსი იყო, რომელიც 12 საათამდე 15 წუთით ადრე გადავიდოდა ეზოს გარეთ ხონჩით და მერე ზუსტად 12-ზე, როცა სროლა დაიწყებოდა, შემოვიდოდა ხვავის და ბარაქის სურვილით. ბებიები მუცლის სალოცავ კვერებს შემოგვავლებდნენ. მე განსაკუთრებით მიხაროდა ბათუმში, ბიძასთან წასვლა. იქ ალილოს რიტუალი უფრო მასშტაბური იყო. “არიელი, მარიელი, ნუ გაგვიშვებ ცარიელი”, _ ისმოდა ყიჟინა, რაც ახლაც ყურებში მიდგას”…

დადანა ცინცაძე, ოზურგეთელი პენსიონერი პედაგოგი: “კალანდობა ჩემს ბავშვობაში ზღაპრული მოვლენა იყო.

ჩოხატაურში, გუთურში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ადრიანად იწყებოდა სამზადისი. ვიცით, ტრადიციული სუფრისთვის რაც იყო საჭირო. ეს დღესაც შენარჩუნებულია. თუმცა, მაშინ სხვა ხიბლი ჰქონდა ხონჩაზე დალაგებულ ღორის თავს, ხაჭაპურებს, მრგვალად მოხარშულ ქათამს, სხვადასხვა ტკბილეულს, ჩურჩხელებს, გოზინაყს. გასაჭირი სულ იყო, მაგრამ ვერ ნახავდით ოჯახს, რომელსაც საკალანდოდ ეს ყველაფერი არ ჰქონოდა სუფრაზე.

მე თვითონ ჩემს კუთხეში ყველა ოჯახის მეკვლე ვიყავი, ოღონდ ადრე დილიდან. გვიან ღამით არავინ გამიშვებდა ეზოს გარეთ. კალანდა დილას, ადრიანად ჩამოვივლიდი ყველა ოჯახს, მივულოცავდი კალანდას. ძალიან გულუხვად მასაჩუქრებდნენ მეზობლები. მერე მეგობრებს ვუყოფდი ტკბილეულს.

 ჩვენს ბავშვობაში კალანდა იყო ყველაზე დიდი და კაშკაშა ზეიმი, რასაც ვერაფერი ცვლიდა. როცა ინსტიტუტი დავამთავრე და სამუშაოდ ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში გამანაწილეს, იქ საოცარი დირექტორი დამხვდა _ აკაკი სიხარულიძე. მეუღლეც პედაგოგი ჰყავდა. საოცარი ხალხი იყო. ტანმორჩილი კაცი იყო, შინაგანად კი დიადი პიროვნება, უაღრესად განათლებული ადამიანი. ბატონი აკაკი კალანდის დღესასწაულის, ასევე, სხვა ტრადიციული დღესასწაულების შესახებ განსაკუთრებული დაკვირვებით, ცოდნით და ტაქტით უყვებოდა არა მარტო მოსწავლეებს, ასევე, პედაგოგებს.

აკაკი სიხარულიძის შვილი რომ “გურია ნიუსის” რედაქტორია დღეს, ესეც არის განმსაზღვრელი, რომ ამ გაზეთის მუდმივი მკითხველი ვარ და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. თუ ნამეტანი გრძლად არ გამომივა, ერთ ამბავსაც გავიხსენებ _ ბატონ აკაკის პატარა გიორგი ძალიან ავად გაუხდა. მეუღლემ დეპეშა გამოუგზავნა თბილისიდან, რომ ბავშვს სულიერს მოუსწარიო… ეტყობა, მძიმე მდგომარეობა იყო. დავიზაფრეთ. ვერავინ ვბედავდით დეპეშის შინაარსის გამხელას. ბოლოს უთხრეს მაინც… სხვა გზა არ იყო. მახსოვს, როგორ გაფითრებულმა, თუმცა, მაინც მხნედ მიმავალმა დატოვა სკოლის ეზო. მერე ყველაფერი კარგად დასრულდა… მინდა, უთვალავი ბედნიერი კალანდა გათენებოდეს ბატონ გიორგი სიხარულიძეს, თავის ოჯახთან, საკუთარ საქმესთან წარმატებაში. დიდხანს ეხაროს სახელოვანი მშობლების შვილს მამისეულ ფუძეზე. ჩემი საკალანდო მილოცვა ასე გადაეცით…”

შორენა სიმონიშვილი, პენსიონერი ქალბატონი სოფელ შემოქმედიდან: “ყველას გილოცავთ კალანდობას, ჩემ საყვარელ “გურია ნიუსს” განსაკუთრებით.

კალანდის დღესასწაული ჩემს ბავშვობაში ახდენილი ზღაპარი იყო. მინდა დამიჯეროთ, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავით. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო, ამ დღეს ყველა ოჯახში სავსე სუფრა ჰქონდათ გაშლილი.

განსაკუთრებით მახსოვს მუცლის სალოცავის რიტუალი. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე შეკიდებდნენ და ასე ამზადებდნენ მუცლის სალოცავისთვის. დედა აკეთებდა ამ ღვეზელს, რომელშიც მრგვალად მოხარშული ყველი იდო. სამჯერ შემოგვატარებდა ირგვლივ. სიმართლე გითხრათ, ლოცვის ტექსტი სრულად არ მახსოვს, ხმადაბლა ჩურჩულებდა და ამით ჩვენც ვგრძნობდით, რომ წყნარად და რიდით უნდა ვყოფილიყავით. მერე კი მთელ კუთხეს შემოვირბენდით. განსაკუთრებული სიხარული სუფევდა. ეს სიხარული ლამის მთელი წლის მანძილზე მიგვყვებოდა. იყო ისეც, რომ ვისმენდით საუბარს უფროსებისგან, რომ მომავალი კალანდისთვის როგორ უნდა მომზადებულიყვნენ. ნატრობდნენ კარგ ამინდებს და უხვ მოსავალს, რომ კიდევ უფრო “მსუყედ” შეხვედროდნენ მომდევნო კალანდას.

სხვა რა გითხრათ. მინდა, რომ ეს ტრადიცია არასდროს დაიკარგოს”.

ეთერ ლომჯარია, პენსიონერი სოფელ ჭანიეთიდან: “კალანდობა ზეიმი იყო, ნამდვილი დღესასწაული. ბავშვებს ძალიან გვიხაროდა თავმოყრა, თუმცა, ჯერ ყველა აუცილებლად საკუთარ ოჯახში, მშობლებთან ერთად უნდა შეხვედროდა ახალ წელს”.

ელდარ თავაძე, პენსიონერი სოფელ ჭანიეთიდან: “კალანდის მოლოდინში ერთი თვით ან ერთი კვირით ადრე კი არ იწყებოდა მზადება _ ეს იყო ერთგვარი შეჯამება, თუ როგორ იშრომა ოჯახმა წლის მანძილზე და როგორი სუფრა გაშალა საკალანდო რიტუალისთვის, რომ უფლისთვის სამადლობელი ღირსეულად ეთქვა. საუკეთესო ღვინო, საკლავი, ტკბილეული, ოჯახის უფროსის ხელით გათლილი ჩიჩილაკი, სალოცავი კვერების გამოცხობა, ახლა რომ ღვეზელს ვეძახით _ ეს ყველაფერი უდიდესი ჰარმონიით იყო ერთმანეთს შეზავებული.

ბიჭებს ძალიან მოგვწონდა მარანში შესვლის პროცესი, როცა ბაბუა ჩაფით ამოიღებდა ღვინოს ჭურიდან და ღმერთის სადიდებელს იტყოდა პირველ რიგში. ასევე, მოგვწონდა, მამები რომ თოფს შეწკიპავდნენ _ მაშინ ხომ მაშხალები და შუშხუნები არ იყო. თოფის სროლა იწყებოდა 12 საათის დადგომისთანავე. მერე იყო მილოცვები, სიმღერა და გადაძახილები. რაღაცნაირი საყოველთაო ჟრიამული იყო.

კუთხეში, სადაც ათი-თხუთმეტი ან მეტი ოჯახი ცხოვრობდა, ისე შევიდოდნენ ერთმანეთთან, როგორც საკუთარ ჭერქვეშ. ეს ტრადიცია კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დაკარგოს გურიამ. მასში არის სიცოცხლის ისეთი სადიდებელი, რაც გურულებს განსაკუთრებული ფილოსოფიური სიღრმით ამოაქვთ შინაგანი სამყაროდან.

თვალხილული და თითქოს ამოუცნობი ფენომენიც არის კალანდობა, რომელსაც მუდამ მოაქვს რაღას ახალი თუ განახლებული მუხტი…

მრავალს დაესწარით, “გურია ნიუსს” ცალკე მიულოცეთ ჩემგან, ნომერი არ დამიგვიანოთ”.

მერიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ციური ბაბილოძემ გვიამბო, თუ როგორ ჩაატარეს გასულ წელს სოფელ მერიის საჯარო სკოლიდან “ალილოს” მსვლელობა:

_ ჩვენი სკოლა მართლაც ერთადერთია, სადაც “ალილოს” მსვლელობის სცენარი დაიგეგმა. მოსწავლეების სიხარული უსაზღვრო იყო, როცა ასეთი სცენარი შევთავაზეთ. ხარი სოფელ ხვარბეთიდან ჩამოვიყვანეთ. უამრავი შემოწირულობა შეგროვდა. გზადაგზა მძღოლები, მგზავრები აჩერებდნენ და ფულსაც ჩუქნიდნენ მეალილოეებს.

უნდა გენახათ, ბოლოს ბავშვებმა, ეკლესიაში მიტანილი შემოწირულობა რა სიზუსტით დათვალეს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს და გაჭირვებულებს როგორ გადასცეს. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული.

საუკეთესო ტრადიციები დროს ყოველთვის უპრობლემოდ უძლებენ, პეწს არ კარგავენ. მთავარია, ადამიანებმა არ დაკარგონ სახე და შეძლონ ამ ტრადიციების ღირსეულად ტარება, _ გვითხრა ქალბატონმა ციურიმ.

 “გურია ნიუსი” დიდი სიყვარულით და ღრმა პატივისცემით ულოცავს ამ ადამიანებს, ყველა მკითხველს “კალანდობას” და ჯანმრთელ, ხანგრძლივ, ბედნიერ სიცოცხლეს უსურვებს!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

მოსთხოვა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა პირად დაცვას ჩოხა-ახალუხში გამოწყობა

ყველა სიახლე

საზოგადოება

S0S! ქალაქში ბავშვების ჩუმი სიკვდილია!_ ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ მიზანს

10:41; 24.01.2026
ზაფრანი

რომელ საკვებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა

10:40; 24.01.2026
ზაფრანი

ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევებს

10:39; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო