“ნიკა, როგორ მატკინე გული… ვერ ვიჯერებ, შოკში ვარ“ – სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ნონა დათეშიძე სამწუხარო ამბავს წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა იყო.
ნიკა ქაცარიძე 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში დაიბადა.
იგი იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. რუსთაველის თეატრის მსახიობი 2005 წლიდან.
სხვადასხვა დროს ნიკა ქაცარიძე ცნობილ ქართულ სერიალებში, „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალებში“, თამაშობდა.