იმისთვის რომ ზღვაზე დასვენებისას მიიღოთ კარგი რუჯი აუცილებელია წინასწარ შეამზადოთ სხეული.
გადით მზეზე ხუთი წუთით და მიაჩვიეთ კანი მზის სხივებს. სასურველია მზის აბაზანების მიღებისას ხშირად დასველდეთ წყლით ყოველ 20 წუთში. ასევე თანაბარი რუჯისთვის ათ წუთში ერთხელ უნდა შეიცვალოთ პოზიცია.
რუჯის შენარჩუნება თუ გნებავთ ნუ გამოიყენებთ დამატენიანებელს, მიიღეთ სტაფილოს წვენი და ფორთოხალი.
მზეზე გასარუჯად წასვლა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგაა რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში სხეული სტრესის გარეშე შეხვდება ულტრაიისფერ სხივებს.