თუ გვინდა მსხვილმარცვლიანი ყურძნისგან საუკეთესო მურაბა მოვამზადოთ, ავიღოთ თანაბარი რაოდენობით როგორც თეთრი, ისე, შავი ფერის მქონე მსხვილმარცვლიანი ყურძენი. ფრთხილად მოვაშოროთ მტევანს, მარცვალი არ უნდა გაიხსნას.
სასურველი რაოდენობის ყურძნის მარცვლებს ორი წუთის განმავლობაში დავასხათ ძალიან ცხელი წყალი, თუმცა, ადუღებული არ უნდა იყოს. ამოვიღოთ სასწრაფოდ. ეს უნარჩუნებს ფერს და ვიტამინებს.
როცა გაგრილდება, დავასხათ შემდეგი წესით მომზადებული სიროფი: ერთ კილოგრამ ყურძენზე 1,1 კგ შაქრისა და სამი ჭიქა წყლის სიროფი. გავაჩეროთ ერთი ღამის განმავლობაში. მეორე დღეს დავდგათ მოსახარშად. ოღონდ, ვხარშოთ წამოდუღებით. სჭირდება ხუთჯერ წამოდუღება.
ყოველი წამოდუღების შემდეგ, უნდა გაგრილდეს, რასაც სამი საათი მაინც დასჭირდება. ბოლოს როცა წამოდუღდება, დავუმატოთ ცოტა ლიმონმჟავას ფხვნილი. შეიძლება, ლიმონის რამდენიმე წვეთიც ჩავუშვათ და გადმოვდგათ. თუ გიყვართ, უყავით ვანილიც.