წელიწადის დროებსა და თვეებს შორის, სექტემბერი გამორჩეულია წვიმიანი ამინდისას თანმხლები ჭექა-ქუხილით. ამ დროს ჩვენში პირუტყვი ჯერ კიდევ მთაში ჰყავთ მეცხოველეებს, ხოლო ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში აქტიური შრომის პროცესია და ხშირად გლეხები ღია ფართობებში არიან. მაგალითად, გასულ წელს, ხონის რაიონში, ღია სივრცეში, სექტემბერში (თუმცა, ეს სხვა თვეშიც შეიძლება მოხდეს) საძოვარზე მწყემსი მეხმა იმსხვერპლა.
რა უნდა ქნათ, თუ ჭექა-ქუხილი შრომის პროცესში ან ღია, გაშლილ საძოვარზე მოგვისწრებს?
ელვა გიგანტურ ელექტრონულ მუხტს წარმოადგენს, რომელიც ქუხილისას ატმოსფეროში ელექტრობის ძლიერი დამუხტვით წარმოიქმნება.
თუ ჭექა-ქუხილს დროს, საძოვარზე ხართ, ირგვლივ კი მხოლოდ გაშლილი ველია და გაავდრდა, ეცადეთ, თავი შეაფაროთ პატარა ხევს, არ ახვიდეთ შემაღლებულ ბორცვზე. თუ სხვა გზა არ არის, დაწექით პირქვე, არსად გაიქცეთ. თუ ახლო-მახლო მხოლოდ ერთი ხეა, შეაფარეთ თავი, ოღონდ არამც და არამც არ მიეკაროთ მცენარის ტანს. ხესთან დადექით რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებით ისე, რომ მხოლოდ ტოტები გიფარავდეთ. არ მიუახლოვდეთ ლითონის ღობეს, არ შეხვიდეთ წყალში ან წყაროსთან. თუ კარავში ხართ, არ დადგეთ კარებთან და არ გაერთოთ ელვის ხაზების ყურებით. ასეთ პოზას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს.
თუ ყანაში ან ბოსტანში ხართ და ხელთ გიჭირავთ ლითონის საგნები, თუნდაც, ხის კორპუსზე დამაგრებული (დანა, თოხი, ბარი…), დადეთ და იქაურობას გაეცალეთ.
ნუ გაგეღიმებათ _ ასეთ დროს ტელეფონიც შორს დადეთ, მხოლოდ გამორთვა საფრთხისგან თავის დაზღვევა არ არის. მთავარია, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე იზრუნოთ.