როცა მის მხარზე გეძინებათ – ეს რომანტიკულია. მან შეიძლება თავი რაინდადაც იგრძნოს, რომლის მხარზეც პრინცესას ჩამოეძინა.
როცა თქვენ გვერდით იღვიძებს – რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, რომ დილით საყვარელი ადამიანის გვერდით გაიღვიძო?..
პირველი დღე, როცა მთელი დღე ერთად საწოლში გაატარეთ – როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თუ 24 საათს გაატარებთ ერთად და ერთმანეთი არ მოგბეზრდებათ, უკვე შეგიძლიათ ურთიერთობას სერიოზული უწოდოთ.
ხანგრძლივი განშორება გაახლოებთ – მამაკაცებსაც ახასიათებთ მონატრება და მათაც სურთ საყვარელი ადამიანის ჩახუტება.
როცა ამხნევებთ რთულ მომენტში – იმის გააზრება, რომ მარტო არ ხარ და ვიღაც შენზე დარდობს, მამაკაცს დიდ ძალას აძლევს.
კამათის შემდეგ – თუ შერიგდებით, ეს მისთვის იმის მიმანიშნებელია, რომ მზად ხართ სირთულეების დასაძლევად და ურთიერთობის განვითარებისთვის. ეს კიდევ უფრო გაამყარებს გრძნობებს თქვენ მიმართ.
როცა ერთად ბედნიერად ატარებთ დროს – სახლში დარჩენა და ფილმის ყურება ან ტურისტულ ლაშქრობაში წასვლა, ნებისმიერი პატარა თავგადასავალი კიდევ უფრო გაახლოებთ ერთმანეთთან.