ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ამბავი დღეებია მედიის ყურადღების ცენტრშია. მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა, ბრალდებული, 23 წლის მამაკაცი მხოლოდ მაშინ დააკავეს, როცა ბავშვმა თავი მოიკლა.
როგორც ირკვევა, ამბის შესახებ იცოდნენ ბაბუამ, ნათესავებმა და ემიგრაციაში მყოფმა დედამაც, რომელიც ოჯახის წევრებს არასრულწლოვნის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. ამ მოტივივით პოლიციამ დააკავა კიდეც გარდაცვლილის ბაბუა.
მოზარდის გარდაცვალების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, იურისტი ანა დოლიძე ეხმაურება.
“მე-13 საუკუნეში რუქნ ად-დინმა თამარ მეფეს მოწერა “ყველა ქალი რეგვენიაო” და მერე ამ მეფემ თავზე დაამხო ეგ სიტყვები ბასიანის ბრძოლაში. სახელმწიფოს მეთაურად ქალი გყავდა, ორჯერ გათხოვილი, რომელსაც “მეფის” ტიტული ქონდა. მისი შვილი დღესაც “თამარის ძედ” იწოდება. როგორ უნდა მოახერხო და 8 საუკუნის მერე ქობულეთის შემთხვევის ქალთმოძულეობამდე ჩამოხვიდე, არ მესმის”, _ წერს ანა დოლიძე.