ვერძი
განსაკუთრებით ექსცენტრიკული და თამამი ვერძისთვის არ არსებობს წესები – ის პირველი მოირგებს ისეთ ლუქს, რომელიც აქამდე არასოდეს, არავის და არსად არ აურჩევია.
კურო
როდესაც კურო არჩევანს აკეთებს, ის უპირატესობას ანიჭებს ხარისხს. ამიტომ, აუცილებლად აირჩევს ძვირადღირებულ, მდიდრულ და საუცხოო ქსოვილის დახვეწილ საქორწინო კაბას.
ტყუპები
ტყუპებისთვის იდეალურია კაბა, რომელზეც ყველა ისაუბრებს, თანაც, რაც შეიძლება დიდხანს.
კირჩხიბი
რა თქმა უნდა, მგრძნობიარე და ემოციური კირჩხიბისთვის, შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა ქალური, ჰაეროვანი და რომანტიკული კაბა.
ლომი
ლომი აუცილებლად აირჩევს გიგანტურ, უშველებელ კაბას, რომელშიც თავს სუპერვარსკვლავად იგრძნობს.
ქალწული
ეშმაკი რომ დეტალებშია, ეს ქალწულმა ყველაზე უკეთ იცის. ამიტომ მისი კაბა გაფორმებული იქნება ბევრი პატარა ორნამენტით, რომლებიც საბოლოოდ დაუჯერებელ კაბას შექმნიან.
სასწორი
კუროს მსგავსად, სასწორიც ხარისხის მიანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ის არ შეუშინდება თამამ ფორმებსა და სილუეტებს.
მორიელი
მორიელის საქორწინო კაბა, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე სექსუალური და ხმამღალი – კაბა, რომლის დავიწყებსაც ვერავინ შეძლებს.
მშვილდოსანი
მშვილდოსანი შეეცდება, რომ მისი საქორწინო კაბა მაქსიმალურად პომპეზური და შთამბეჭდავი იყოს.
თხის რქა
თხის რქამ გადასარევად იცის, რომ მთელი დღის გატარება ამ კაბაში მოუწევს. ამიტომ ის აირჩევს სამყაროში ყველაზე კომფორტულ, სადა კაბას, რომელშიც თავს თავდაჯერებულად იგრძნობს.
მერწყული
მერწყულის საქორწინო კაბა უნდა იყოს ძალიან კლასიკური, თუმცა თანამედროვე დეტალებით. პატარძალი არ შეუშინდება განსხვავებულ ფორმებსა თუ სილუეტებს, მაგრამ აუცილებლად დარჩება კლასიკური საქორწინო კაბის საზღვრებში.
თევზები
მეოცნებე თევზებს სჯერა, რომ კაბა კი არ უნდა მოძებნოს, არამედ კაბამ უნდა შეარჩიოს სასურველი პატარძალი. ის აუცილებლად გულის კარნახს მიყვება და საქორწინო კაბას წინასწარი მოლოდინების გარეშე შეარჩევს.