ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? – ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.
– ბოლო დროს საქართველოში არასტაბილური ამინდია – ძლიერი წვიმა, სეტყვა, უეცარი სიცხე, ქარი. რამდენად ნორმალურია ასეთი კლიმატური ცვალებადობა?
– რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. სამწუხაროდ, ის ნელ-ნელა ნორმად იქცევა, რადგან კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენები უფრო გახშირდება და გაძლიერდება.





































































