„გურია ნიუსისთვის“ 4 წლის ბავშვზე, რომელმაც ხურდა ფული გადაყლაპა, ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ექიმებმა უცხო სხეულის ამოღება წარმატებით შეძლეს და პატარას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
„ხურდა ფული ამოუღეს და თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, შემთხვევა ოკუპირებულ გალში მოხდა. 4 წლის ბიჭი 11 აპრილს, გვიან ღამით, თავდაპირველად ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სირთულის გამო, საჭირო გახდა მისი ბათუმში გადაყვანა, სადაც ექიმებმა მცირეწლოვანის გადარჩენა შეძლეს.
ამ დროისთვის ბავშვი უკვე სახლშია გაწერილი და თავს კარგად გრძნობს.

































































