ჩოხატაურში მეორე ბაგა-ბაღი დახურულია. კოვიდინფიცირება ექთანს დაუფიქსირდა, რის გამოც ბაღი დაიხურა. პირველ ბაგა-ბაღში კი დახურულია ერთი ჯგუფი, რომელსაც იზოლაციის ვადა 5 დღეში გასდის. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ა(ა)იპ სსს ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
„ბავშვების რაოდენობამ იკლო, მაგრამ ბაღები მუშაობს ჩვეულებრივად. ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ იტესტება. პარასკევს ჩატარდა ტესტირება და ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა“,_ ამბობს ბარამიძე.
[sexy_author_bio]