ბახმაროში არსებული ეპიდმდგომარეობის შესახებ „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო ჯიბუტს ესაუბრა.
ჯიბუტის თქმით, ამ დროისთვის ბახმაროში არცერთი კოვიდინფიცირებული არ იმყოფება.
„ბახმაროში ფიქსირდება კორონავირუსის ერთეული შემთხვევები. ვისაც დაუდასტურდა ინფიცირება ყველამ დატოვა ბახმარო.
ტესტირება ტარდება ყოველდღიურად. ბახმაროს დამსვენებლებს აქვთ იმის საშუალება, რომ ყოველდღე გაიტესტონ.
კოვიდინფიცირება დაფიქსირებული იყო 3 ოჯახში. ისინი ისვენებდნენ ერთად და ერთს რომ დაუდგინდა, მერე დაუდასტურდა ყველას. ეს იყო ლოკალური შემთხვევა და არ იყო გაფანტული. ერთი შემთხვევა იყო, როცა დდაუდასტურდა ერთი ოჯახის სამ წევრს. მათ დაასრულეს უკვე იზოლაცია და გამოჯანმრთელდნენ. ერთი შემთხვევა იყო ასევე ოჯახური ინფიცირების, მაგრამ მათ მაშინვე დატოვეს ბახმარო და წავიდნენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კიდევ იყო რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ მათაც უკვე დატოვეს ბახმარო“,_ გვეუბნება ჯიბუტი.