ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 1563 შემთხვევა.
1563 ინფიცირებულიდან 1488 ადამიანი, გარდაცვლილია 16, აქტიურია 60 შემთხვევა.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ საშუალო სიმძიმისაა.
„60 ინფიცირებულიდან 20 სტაციონარში, 3 საკარანტინე სივრცეში, 37 კი ბინაზე მკურნალობს“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება ოზურგეთს, ოზურგეთშიც ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დადასტურებულია 3229 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 2991 ადამიანი, გარდაცვლილია 26.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 212 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 35 ადამიანი მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 38, ბინაზე კი 139 ადამიანი გადის მკურნალობას.
რაც შეეხება ჩოხატაურში არსებულ ეპიდვითარებას, უქმე დღიდან გამომდინარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე ტესტები არ ჩატარებულა, კლინიკებიდან კი ინფიცირების დაფიქსირების შესახებ კი ჯანდაცვის ცენტრში ჯერ ინფორმაცია არ შესულა.