ლანჩხუთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
მასიური ტესტირება სუფსასა და მამათში მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის თქმით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
„მამათში ჩატარებულია 56 პირის გამოკვლევა და 1 აღმოჩნდა დადებითი, სუფსაში 33 ტესტი ჩატარდა და აქაც 1-ია დადებითი.
მამათში სულ დაფიქსირებულია 14, სუფსაში კი 13 ინფიცირების შემთხვევა. ამ ეტაპზე, როცა ზოგადად ინფიცირების შემთხვევების კლებაა და სხვა სოფლებში თითო- ოროლა შემთხვევა ფიქსირდება, ეს მონაცემები მასიურად გამოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებითი კვლევის ჩატარება.
სასწავლო პროცესს რაც შეეხება, მამათში საბავშვო ბაღი შეჩერებულია, რადგან ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა ინფიცირება. რაც შეეხება სუფსას, ორი კლასია დისტანციურზე გადასული პედაგოგის ინფიცირების გამო“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.