ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდავის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„წინა დღეებთან შედარებით გვქონდა ინიცირების შემთხვევების მატება რადგან ორშაბათი იყო. დაფიქსირდა ინფიცირების 15 შემთხვევა. სოფლებიდან კოხნარსა და ნაკადული არის ყველაზე მეტად დაზიანებული“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
სულ ჩოხატაურში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 2739 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2551 პაციენტი, გარდაცვლილია 28.