https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რომელ ძველ სატკივარს მალავს ასფალტის ახალი ფენა ურუშაძის ქუჩაზე

14:05; 2.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“21-ე საუკუნეში იმას ვითხოვთ ადამიანები, რომ ფეკალიები არ ჩამოგვდიოდეს ყოველი გაწვიმებისას ეზოებში და სახლებს არ გვიტბორავდეს. ამ ქუჩაზე სულ მთლიანად, თავიდან ბოლომდე მოსაწესრიგებელია კანალიზაციაა”, – ეს განცხადება ლანჩხუთში, გია ურუშაძის ქუჩის მოსახლეობამ არაერთხელ გააკეთა “გურია ნიუსთან” საუბარში.

მართალია, ურუშაძის ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც რკინიგზის ზედა მხარეს მდებარეობს, ასფალტის საფარი წლებია დაგებულია და სანიღვრე არხებიც გაკეთებული, თუმცა, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო, წვიმის დროს მოსახლეობას პრობლემა მაინც ექმნება _ საკანალიზაციო ჭიდან გადმოსული ფეკალიები შუა ქუჩაში მოედინება და ძლიერი ნალექის შემთხვევაში, ეზოებსა და სახლებშიც კი შედის.

“ბევრი წელია, ეს საკითხი გვაწუხებს, მაგრამ არადა არ ეშველა. ხან რომელი ჭიდან გადმოდის ფეკალური მასები და ხან _ რომლიდან. ფაქტია, რომ მარტო გაწმენდა არ შველის, მთელი სისტემაა გამოსული მწყობრიდან და გამოცვლას საჭიროებს. როგორც კი გაწვიმდება, შადრევანივით ასხამს ფეკალიები, არ გაივლება ქუჩაში. ახლა ქუჩის თავში მდებარე ჭაა პრობლემური, ადრე ქვემოთ გადმოდიოდა. ცოტა ხანში ესეც გაივსება და ვიტრიალებთ ასე წრეზე”, _ ამბობენ მოქალაქეები.

რაც შეეხება ურუშაძის ქუჩის იმ ნაწილს, რომელიც რკინიგზის მეორე მხარეს მდებარეობს, აქ, წლების განმავლობაში, საქმე გაცილებით რთულად იყო: აქაური მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებასთან ერთად, გზის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობასაც ითხოვდა.

“ურუშაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ითხოვენ დახმარებას. წვიმის დროს ეტბორებათ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, სახლიდან ვერ გამოდიან წვიმის შემდეგ”, _ მიმართავდნენ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას “გურია ნიუსის” მეშვეობით.

ურუშაძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემებზე “გურია ნიუსი”  არაერთხელ წერდა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენთან საუბარში ამ თემას “ლელოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრი, გოჩა ჯანაშიაც გამოეხმაურა _ მან საკრებულოს სხდომებზეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება გაუმართავი კანალიზაციის შედეგად დაგროვებული პრობლემების შესახებ. მისი თქმით, ეს პრობლემები იმდენად მტკივნეული იყო, რომ გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვდა.

“ეს თემა ათეული წელია აწუხებს ლანჩხუთის მოსახლეობას. კანალიზაციის სისტემები ქალაქის უმეტეს უბნებში საერთოდ არ არსებობს, სადაც არის, იქ უკვე მოძველებულია და ხშირად გამოდის წყობიდან. ამას ემატება ის, რომ ყველა წვიმისას მოსახლეობა იტბორება და ფეკალური მასები პირდაპირ ეზოებში ჩადის. განსაკუთრებით გაუსაძლისია ურუშაძის ქუჩის მცხოვრებთა ყოფა, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ _ ამაოდ. მესმის, ადგილობრივი ხელისუფლება მართლაც შეწუხებულია ამ პრობლემით, მაგრამ საკუთარი ძალებით ამის მოგვარება შეუძლებელია. ისიც ვიცი, რომ ცენტრალური ხელისუფლება არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა, პრიორიტეტთა ნუსხაში ჯერ სხვა პრობლემებზე მუშაობენ _ იწყება ქალაქ ლანჩხუთის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც 35 მილიონი ლარით ფინანსდება და გულისხმობს ჭაბურღილების წყლით ქალაქის მცხოვრებთა მომარაგებას. ეს, თავისთავად, საშური თემაა, მაგრამ პრიორიტეტულად უფრო გვიან რომ გახორციელებულიყო, რა მოხდებოდა?! მით უმეტეს, რომ ქალაქის ამჟამინდელი წყლის ხარისხი ურიგო როდია. თუმცა, ასე გადაწყვიტეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ამას არც შეეკითხებოდნენ, სამწუხაროდ. არადა, ფეკალიები ისევ ჩაედინება ღია არხში, რომელიც ავტობანის გასწვრივ არის და არც გადამამუშავებელი კოლექტორი არსებობს, რაც, უბრალოდ რომ ვთქვათ, ზიანს აყენებს მუნიციპალიტეტის გარემოს. ჰოდა, ის, რაც სასწრაფოდ გასაკეთებელია, ამაზე გადაწყვეტილება არ არსებობს”, _ ამბობდა ერთი წლის წინ ჯანაშია “გურია ნიუსთან” საუბარში.

თემის მტკივნეულობას მაშინ ჩვენთან საუბარში  ქალაქის მაჟორიტარი, კახა კვიტაიშვილიც ადასტურებდა. თუმცა, ვერაფერს ამბობდა, კონკრეტულად პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებზე.

“ამ ეტაპზე არაფერია. ეს საკითხი წყალმომარაგების კომპანიის მოსაგვარებელია. არაერთხელ გვქონდა კომპანიასთან საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ეს საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან პრიორიტეტად წყალმომარაგების პროექტი ჩაითვალა, რომლის ღირებულებაც 35 მილიონი ლარია.

უნდა გითხრათ, რომ ის, რაც ურუშაძის ქუჩაზე ხდება, ჩემთვის მართლაც მტკივნეულია. ხშირად ვფიქრობ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფერს დაგპირდებით გარდა იმისა, რომ წელს ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს სანიაღვრე არხები მოეწყობა, შესაძლებელია, ასფალტის საფარიც დაიგოს”, _ გვითხრა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა 2023 წლის ზაფხულში.

აღმოჩნდა, ხელისუფლებამ პირობა, რომ ურუშაძის ქუჩის იმ ნაწილზე, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს სანიაღვრე არხები მოეწყობოდა და ასფალტის საფარიც დაიგებოდა, შეასრულა.

საქმე ისაა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ლანჩხუთში, ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. ამ ცამეტ ქუჩას შორისაა გია ურუშაძის ქუჩის ის ნაწილიც, რომელიც რკინიგზის გადაღმა მდებარეობს. ქუჩაზე, სადაც ყოველი გაწვიმებისას მოსახლეობას წყალი და საკანალიზაციო ჭიდან გადმოსული ფეკალიები სახლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიგო ასფალტის საფარიც.

გახორციელებული სამუშაოების გამო კმაყოფილია  აქაური მოსახლეობა და მოქალაქეები ჩვენთან საუბარში მადლიერებას გამოხატავენ:

“მართლაც კარგი რამ გაკეთდა. ძალიან გაწვალებულები ვიყავით, წყალი და ფეკალიები ეზოებსა და სახლებში შემოგვდიოდა. წლების მანძილზე ვითხოვდით, რომ ვინმეს ყურადღება მოექცია და გულთან მიეტანა ჩვენი გასაჭირი და როგორც იქნა გვეშველა. არხები გაკეთდა, ასფალტი დაიგო და რა შედარებაა იმასთან, რაც წლების მანძილზე ხდებოდა ამ ქუჩაზე. საკანალიზაციო ჭებიც გაწმინდეს შეძლებისდაგვარად და ჯერჯერობით, ყველაფერი წესრიგშია ამ კუთხითაც”, _ მადლიერებას გამოთქვამენ ურუშაძის ქუჩის ზემოთ ნახსენები მონაკვეთის მაცხოვრებლები.

თუმცა, მათივე თქმით, არის ერთი “მაგრამ”… საქმე ისაა, რომ ახალი ასფალტის ფენის ქვემოთ კვლავაც რჩება ძველი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც ადრე თუ გვიან საჭიროებს რეკონსტრუქციას და სანამ ასე იქნება, კვლავაც არის საშიშროება, რომ ძლიერი წვიმიანობის შემდეგ, კვლავაც მოხდეს ფეკალიების გადმოღვრა!  მართალია, საკანალიზაციო მასა ახლა ეზოებს არ ემუქრება დატბორვით, მაგრამ ქუჩის ბოლოს, ანტისანიტარიის მაღალი ხარისხის საშიშროებას წარმოშობს. მით უმეტს, რომ ქუჩის დარჩენილი 30 მეტრის განახლების იგნორირების გამო, არ მომხდარა ქუჩის ბოლომდე ასფალტირება და სანიაღვრე არხის მოწყობა.

“მადლიერები ვართ რაც გაკეთდა ამდენი წლის ლოდინის შემდეგ, მაგრამ რა გახდა ქუჩის იმ 30 მეტრის დასრულება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ავტობანის მონაკვეთს?! კარგი, ასფალტი არ დაიგო, მაგრამ სანიაღვრე არხის ბოლომდე არმიყვანა და საკმაოდ კრიტიკულ ადგილზე შეჩერება რაღა იყო?!” _ გაკვირვებულები არიან ადგილობრივები.

დაუმთავრებელი სანიაღვრე არხი ურუშაძის ქუჩაზე

მართლაც, ადგილზე მონახულებისას, თვალში გხვდება ამ ქუჩის ბოლო ნაწილი, რომელიც ამ ბოლო ხანს შეუერთეს ავტობანს, თუმცა, ასფალტისა და სანიაღვრე არხის გარეშე დატოვეს. მიზეზად კი სახელდება, რომ ეს მონაკვეთი პროექტში არ იყო ასახული.

წყალმომარაგების კომპანიის ლანჩხუთის ფილიალში გავარკვიეთ, რომ  ქალაქის მასშტაბით, საკანალიზაციო სისტემის პრობლემების მოსაწესრიგებლად გარკვეული სამუშაოები შესრულდა, მაგრამ ხარვეზების აღმოფხვრა ბოლომდე შეუძლებელია, სანამ ახალი საკანალიზაციო სისტემის გაყვანა არ მოხდება. არადა, ირკვევა, რომ  ამაზე ჯერჯერობით საუბრებიც არაა.

რაც შეეხება უშუალოდ ურუშაძის ქუჩას, სადაც გადის თითქმის მთელი ქალაქის საკანალიზაციო სისტემა, აქ წყალმომარაგების კომპანიის მიერ გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ აქედან წამოსული ფეკალიები, როგორც უკვე ვწერდით, ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე, კვლავაც ჩაედინება ავტობანის მიმდებარე ღია არხში! მცირე, ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი საკმაოდ დიდი ხარჯები, რომელსაც გადასახადების გადამხდელები იხდიან, არაეფექტურია, რადგან ქალაქს გამართული, ეკოლოგიურად დამზოგავი საკანალიზაციო სისტემა სჭირდება და არა “კოსმეტიკური” დროებითი ჩარევები. საკანალიზაციო სისტემის არარსებობა მხოლოდ ქალაქ ლანჩხუთის პრობლემა არაა _ ჩვენ მოგაწვდით მოკვლევებს, თუ როგორია ვითარება გურიის სხვა დაბებსა თუ ქალაქებში, მათ შორის, საკურორტო ზონებში.

სოფო წილოსანი

ავტორი

გოჩა ჯანაშიაკახა კვიტაიშვილი
გაზიარება22Tweet14Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15 იანვარი, 2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15 იანვარი, 2026

ბაიდენი: ჰამასის ლიდერის მკვლელობა არ უწყობს ხელს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს

პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო