„ჩვენი საგარეო ინტერესისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ირანის თავდაცვას ამერიკულ ტექნიკას აწვდიდნენ, ყურადღება მანამდე მიექცია, სანამ აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტი დაასანქცირებდა. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომელიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდა ამერიკულ ტექნიკას“, _ ამბობს “ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები 3 კომპანიას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. “
“მათი მფლობელები არიან ლევან კოტიაშვილი, ირაკლი კოტიაშვილი და ნინო ჯულაყიძე. ეს არის ერთი ოჯახი, მათი სახელები სინამდვილეში არაფერს არ გვეუბნება, არანაირი ინფორმაცია არ იძებნება და რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ამ კომპანიების უკან ვინ დგას, რომელიც ირანის თავდაცვის ძალებს აწვდიდა ამერიკულ ტექნიკას. ეს ჩვენი საგარეო ინტერესებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენ აშშ პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ვართ და ცხადია მნიშვნელოვანია, რომ აქამდე მიექცია ჩვენს ხელისუფლებას ყურადღება ამ კომპანიებისთვის და არ მას შემდეგ, რაც აშშ სავაჭრო დეპარტამენტი ამ კომპანიებს სანქციებს დაუწესებდა. თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ ჩვენმა ფინანსთა და საშემოსავლო უწყებებმა გაარკვიონ ან გაერკვით ეს კომპანიები რას საქმიანობენ და რითი ოპერირებენ,“ _ განაცხადა ნონიაშვილმა.
[sexy_author_bio]