კირჩხიბი
ამ ნიშანმა ზუსტად იცის, როგორ მართოს ადამიანები. ყველა, გამონაკლისების გარეშე. მან იცის, რა უნდა თქვას და როგორ უნდა მოიქცეს, რომ ერთ ადგილას გაგაშეშოთ. თავისი საუბრის ემოციებითა და გრძნობებით განელების შემდეგ, კირჩხიბი უყოყმანოდ მოგართმევთ მას თეფშზე, თავისი დანა-ჩანგლით. თქვენ ამას შეჭამთ და მანიპულატორიც მიიღებს იმას, რაც სურს.
კირჩხიბი ოსტატურად თამაშობს სხვების გრძნობებზე, ჟონგლიორობს ისეთი ემოციებით, როგორებიცაა დანაშაულისა და სინანულის გრძნობა. სიტყვები და ცრემლები მათი მთავარი იარაღია. ფრთხილად იყავით და ნაკლებად გჯეროდეთ მათი ისტერიკის.
ტყუპები
ტყუპებთან ურთიერთობისას, არასდროს გაფანტოთ ყურადღება. არ მიიღოთ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, სიმართლედ. მათი აზრი ძალიან სწრაფად იცვლება. დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი დაგარწმუნებთ, რომ რაღაც აგერიათ. ამ მხურვალე ნაკადს ვერ დაეწევით, უბრალოდ გაფილტრეთ ტყუპების სიტყვები.
ლომი
თუ ეგოცენტრიზმის მეფობაზე კონკურსი გაიმართება, არამხოლოდ გამარჯვებული, არამედ ყველა მონაწილე ლომი იქნება. იგი არც კი უფიქრდება იმას, რომ ყველა ვერ მიიღებს მის აზრს. ამიტომ, იგი მუდმივად ცდილობს, მანიპულირებდეს ადამიანებით, სასურველის მისაღებად. ამ დროს კი ფიქრობს, რომ თავად ეს ადამიანებიც არ არიან ამის წინააღმდეგი. ასევე, ლომები უაღრესად მომხიბლავი არიან. თუ ზედმეტად უყურადღებოდ იქნებით, შეიძლება ნებისმიერ რამეზე დათანხმდეთ.
მერწყული
მერწყული ბედნიერია მაშინ, როცა გარშემო ყველა მისით აღფრთოვანებული და შეყვარებულია. მისთვის ეს ცხოვრების აზრივითაა. თუ მერწყული შეძლებს თქვენი მხრიდან სიყვარულის მიღებას, იგი გაციებას იწყებს. მას რაღაც ახალი უნდება. თუმცა, როგორც კი ინტერესს დაკარგავთ, იგი მანიპულაციას მიმართავს. რაზე არ წავლენ, ოღონდ გზააბნეული მართალ გზაზე დააყენონ.
ავტორი