რომი
განსაკუთრებით სასარგებლოდ (თუკი დავივიწყებთ, რომ ეს მაინც ალკოჰოლია) ითვლება კუბური რომი. აქ შეიძლება იპოვოთ დიდი რაოდენობის კალიუმი, ფოსფორი და თუთია, თითქმის მულტივიტამინური კომპლექსი.
ტეკილა
აგავა, რომლისგანაც მექსიკელები ამზადებენ ამ ნაციონალურ სასმელს, შეიცავს პოლისაქარიდებს, რომლებიც ეხმარებიან კუჭის მჟავიანობის რეგულირებას.
თუკი ტეკილას დალევთ წესისამებრ მარილთან ერთად, მაშინ დილიდან ნაბახუსევი („პახმელია“) გექნებათ უფრო ადვილი – მარილი აკავებს წყალს ორგანიზმში.
არაყი
არაყს უკვე ათასობით ადამიანი მიუყვანია თეთრ ცხელებამდე. თუმცა სწორედ რომ არაყი წარმოადგენს ორგანიზმისთვის თითქმის ყველაზე უსაფრთხო ძლიერ ალკოჰოლს.
საღებავების გარეშე, არომატიზატორების გარეშე – ჩვილი ბავშვის ცრემლებივით სუფთა. მაგრამ ღვიძლს არ უხდება მისი ბოროტულად გამოყენება.
ვისკი
ათი წლის წინ ექიმებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ვისკი წარმოადგენს მჟავის მშვენიერ წყაროს, რომელსაც აქვს კიბოს უჯრედების მოკვლის უნარი.
ვისკი სასარგებლოა, მაგრამ მისი, როგორც წამლის გამოყენება არ ღირს. ეთანოლის კონცენტრაცია მასში ძალიან მაღალია – ამიტომ თვრებიან მისგან მალე.